
რა პროფესიის მამაკაცები მოსწონთ ქალებს?
- 2014-06-13 20:48:59
- 1147 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

მსხვილი ევროპული ქალაქების მკვიდრ ქალებს ყველაზე მეტად იურისტები და არქიტექტორები მოსწონთ. ამ პროფესიის ადამიანები გაცნობის გერმანული საიტის ჩატარებული გამოკითხვის მონაწილეთა 25%-მა მიიჩნია მიმზიდველად.
ექიმები და ინჟინრები მიმზიდველი პროფესიების რეიტინგში მეორე ადგილს იკავებენ, - მათ ხმა რესპოდენტთა 22%-მა მისცა. 18% მხატვრებსა და მეცნიერებს ანიჭებს უპირატესობას, 17% - ჟურნალისტებს, რეკლამისტებს და მარკეტინგის სპეციალისტებს.
ფორმიანი მამაკაცები - პოლიციელები ან მფრინავები გამოკითხულთა 13%-ს იზიდავს. ბანკის თანამშრომლები კი მხოლოდ 10%-ს მოსწონს.
გერმანელები არ ისურვებდნენ, რომ მათი პარტნიორები ინდმეწარმეები იყვნენ, რადგან ეს არა მხოლოდ არასტაბილურობას, არამედ არანორმალურ სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.