მტკვარში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი იდენტიფიცირებულია

მამაკაცის ცხედარი, რომელიც მდინარე მტკვარში მშვიდობის ხიდთან იპოვეს იდენტიფიცირებულია. იგი 13 ივნისის სიქიის შედეგად დაკარგული პიროვნება არ არის.

როგორც გარდაცვლილის ძმამ ჟურნალისტებს განუცხადა, მამაკაცი 2 დღის წინ გაუჩინარდა და სავარაუდოდ თავი მოიკლა.

ცხედარს ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

წყარო