6 წლის ტრანსსექსუალი, რომლის პირველი სიტყვები იყო...

ჯეფ და ჰილარი უიტტინგტონები, რომელბიც აშშ-ს შტატ კალიფორნიაში ცხოვრობენ, ბედნიერად ცხოვრობდნენ ექვსი წლის წინ, როცა მათ ქალიშვილი რილანდი შეეძინათ, ყველაფერი კარგად იყო მანამდე, სანამ ერთხელაც პატარამ არ განაცხადა, რომ იგი ბიჭი იყო. წყვილი ფიქრობდა, რომ ეს ყოველივე ბავშვური ახირება იყო და მალე გაივლიდა, მაგრამ რილანდი არ ხუმრობდა. თუმცა, მშობლებმა საკუთარ თავში მოძებნეს იმის ძალა, რომ ბავშვი ისეთად მიეღოთ, როგორიც რეალურად იყო.

მშობლების თქმით, როგორც კი რილანდმა ლაპარაკი ისწავლა, იგი მაშინვე გამოუტყდა დედ-მამას იმაში, რომ საკუთარ სხეულში არაკომფორტულად გრძნობდა თავს. ოჯახის მეგობრები მშობლებს ეუბნებოდნენ, რომ ეს ყოველივე დროებითი იყო, რომ გოგონას ჯერ თავად არ ესმოდა ის, თუ რას ამბობდა. თუმცა, გოგონას უცნაური ახირება არ ქრებოდა. იგი კაბის ჩაცმაზე უარს ამბობდა, უყვარდა ფილმები სუპერგმირებზე და არ სურდა თმების გაზრდა. დაახლოებით ერთი წლის წინ გოგონამ სასოწარკვეთით განაცხადა: „რატომ შემქმნა ღმერთმა ასეთად?“

შეშინებულმა მშობლებმა სპეციალისტებს მიმართეს. რთული საუბრის შემდეგ რილანდთან სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ გოგონა ტრანსგენდერი იყო.

ჯეფი და ჰილარი დიდხანს ფიქრობდნენ იმაზე, თუ რა მოემოქმედათ. „რილანდი ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო და ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმოდა. როგორიც არ უნდა იყოს იგი ჩვენ მის სიყვარულს ძველებურად განვაგრძობთ“, - განაცხადა ბავშვის დედამ. მშობლები არსებულმა სტატისტიკამ შეაშფოთა, რომლიდანაც ირკვევა, რომ ტრანსგენდერების დაახლოებით 41 პროცენტი სიცოცხლეს სუიციდით ასრულებს, რადგან მათ ოჯახის წევრები და მეგობრები ვერ უგებენ.

იმისათვის, რომ მშობლებს რილანდისადმი სიყვარული დაემტკიცებინათ, მათ ბავშვზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღეს.




წყარო