როგორ გავხდეთ მოხდენილები 30 დღეში

თუ თქვენ წინ გელით განსაკუთრებული დღე, სადაც გინდათ რომ გამოიყურებოდეთ ძალიან ლამაზად, მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა.
თუმცა ჩვენ დღეს ისეთ თემებს შევეხებით ჯობია ყოველდღურად გაითვალისწინოთ ჩვენი რჩევები რათა მოხდენილები და თქვენი თავით კმაყოფილნი იყოთ არა მარტო სადღესასწაულო დღეებში არამედ ყოველთვის.

აიღეთ კალამი, ჩაიწერეთ ეს რჩევები და მიაკარით მაგნიტით ყველაზე გამოსაჩენ ადგილას.
არ დაგავიწყდეთ თქვენი მიზანია შეუდარებლად გამოიყურებოდეთ ყოველთვის, მაშ ასე დავიწყოთ.

რჩევა №1.

ყოველ დილას, უზმოზე, შეჭამეთ 1 სუფრი სკოვზი სელის თესლი, კარგად დაღეჭეთ და თან თბილი წყალი მიაყოლეთ. ნახევარი საათის შემდეგ შეიძლება ჭამა.


რას მოგვცემს ეს?

ეს საშუალება საოცრად კარგად წმენდს ორგანიზმს. სელის შემადგენოლბაში შემავალი ნივთიერებების წყალობით კანი სუფთავდება და ხდება სწორი და ხალასი. აუცილებლად დაიკლებთ წონაში ოღონდ ძალიან არა. ამის გარდა სელი აძლიერებს თმის ძირებს და ფრჩხილებს. გაფრთხილება: არ მოიხმაროთ ეს საშუალება ვისაც ორგანიზმში (ნაღვლის ბუშტში, თირკმელში, შარდის ბუშტში) კენჭები აქვს.

თუ ამ ტიპის დაავადება გაწუხებთ, მაშინ წონაში დასაკლებად იდეალურია შემდეგი დიეტა:
თქვენი ვახშამი 6 სააათზე მთავრდება! ხოლო პირველი ჭამა შუადღის 12 საათზე იწყება, ანუ 12 საათიდან საღამოს 6 საათამდე ჭამეთ რაც გენებოთ ოღონდ ძალიან ნუ გადააჭარბებთ, ეცადეთ ბევრი პური არ მიიღოთ, ისე ყველაფერი დასაშვებია ცოტაოდენი რაოდენობით, რომ კუჭი არ გადაივსოთ.
აუცილებლად საღამოს 6 საათიდან მხოლოდ წყლის მიღება მეორე დღის 12 საათამდე. ამ დიეტით 1 თვეში მოიკლებთ 5 კგ-ს ზუსტად! და თან ორგანიზმს გაიწმენდთ სანიმუშოდ, საოცრად მსუბუქად და ბედნიერად იგრძნობთ თავს ამ დიეტის შემდეგ, თან ჩამოგიყალიბდებათ სწორი კვების ჩვევები, ამიტომ გირჩევთ ყველას 18 საათიანი შუალედის დაცვას ჭამიდან ჭამამდე.

რჩევა №2

მიირთვით ყოველდღიურად მოხარშული ჭარხლისგან მომზადებული სალათი, საუზმეზე ან ვახშმად, როგორც გენებოთ.


რას მოგვცემს ეს?

ჭარხალი სისხლს წმენდს ძლიერ, ამას არაფერი შეედრება. სისხლის ჯანმრთელობა კი ზუსტად აისახება ჩვენს სილამაზეზე. აგრეთვე ჯანსაღი სისხლი შემთხვევაში ყველა ორგანო კარგად მუშაობს და კანი განსაკუთრებით მშვენივრად გამოიყურება.

რჩევა №3

ყოველ დღეს ერთი საათი ადრე დაძინებამდე, სახეზე წაისვით გლიცერინისა და Е ვიტამინის ნარევი 30გრ გლიცერინი + 10 კაპსულა Е ვიტამინი. კაპსულები გავხვრიტოთ ნემსით და ჩავასხათ გლიცერინში (ეს ყველაფერი იყიდება დაბალ ფასად აფთიაქებში).
წასმის წინ აუცილებლად გავისუფთავოთ სახის კანი და გავიკეთოთ მსუბუქი მასაჟი რბილი ჯაგრისით, ისე რომ კანი ოდნავ შეწითლდეს. ასეთ მდგომარეობაში უჯრედები მაქსიმალურად იწოვენ საკვებ ნივთიერებებს. სანამ გლიცერინი შეიწოვება კანი სრიალაა და ეს პატარა დისოკმფორტი უნდა აიტანოთ. შეგიძლიათ გამაჯანსაღებელი ტონიკი შეისხუროთ კანზე არასასიამოვნო შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად.



რას მოგვცემს ეს?

ყოველ დილით კანის კმაყოფილ რეაქციას ნახავთ ასეთი პროცედურების შემდეგ. ნაოჭები გასწორდება. სახის ფერი გათანაბრდება. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია თვალის ჩამოშვებული უპეები ალაგდება.

რჩევა №4

ყოველდღიურად საკვებად გამოიყენეთ 50 გრ ნებისმიერი სახის თხილი, ან ნიგოზი, რომელიც თქვენთვის სასურველია.


რას მოგვცემს ეს?

14 დღის შემდეგ მადლობას ამ საკვებისთვის თქვენი თმა და ფრჩხილები გეტყვიან!

რჩევა №5

სამ დღეში ერთხელ თმაზე ვიკეთებთ მდოგვის მშრალი ფქვილისაგან და აბუსალათინის ზეთისაგან გაკეთებულ ფაფისებრ ნიღაბს. (თმის ძირებში შევიზელთ კარგად 3 ს/კ მდოგვის ფქვილი+ 3ს/კ წყალი+3ს/კ აბუსალათინის ზეთი) გავიჩეროთ 20-30 წუთს თავზე, გააჩნია როგორ გავუძლებთ, ცოტა წვა იცის და არ შეგეშინდეთ. 15- 20 წუთს მაინც უნდა გაუძლოთ რომ შედეგი გამოიღოს. შემდეგ ჩამოვიბანთ.



რას მოგვცემს ეს?

შედეგები თავისთავად ილაპარაკებენ. ერთი თვის რეგულარული გამოყენების შემდეგ თქვენი თმები ხშირი, მზინავი და ულამაზესი გახდება.

რჩევა №6.

შეიძინეთ წინდები ნატურალური ქსოვილის. ძილის წინ (წლის ნებისმიერ დროს) შხაპის მიღების შემდეგ წავისვათ კარაქი რომელშიც წინასწარ ავურევთ რამოდენიმე წვეთ პიტნის ზეთს. შემდეგ ვიცვაცთ წინდას და ვწვებით დასაძინებლად.


რას მოგვცემს ეს?

ერთი თვის შემდეგ თქვენი ტერფები აღტაცების საგანი გახდება. ეს პროცედურა განსაკუთრებით საზღვაო სეზონის წინაა კარგი. თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი ფეხების სილამზით და სინაზით.

რჩევა №7

ახლა მოვუაროთ წამწამებს. თქვენ დაგჭირდებათ ხშირი წამწამების ჯაგრისი თავისი ტუბიკით, რომელსაც ძალიან კარგად გაასუფთავებთ საპნიანი წყლით, გავაშრობთ ორივეს და ჩავასხავთ აბუსალათინის ან ხორბლის ჩანასახის ზეთს. ძილის წინ მთელ სიგრძეზე წავისვათ ჯაგრისით ეს ზეთი ზომიერად.

რას მოგვცემს ეს?

ერთი თვის შემდეგ თქვენი წამწამები გახშირდება და გაჯანსაღდება.

რჩევა №8

ახლა ვიზრუნოთ სხეულის კანზე. ავიღოთ ერთი ჭიქა ზღვის მარილი , წვრილად დაფხვნილი (შეგიძლიათ იოდიზირებული სუფრის მარილვიც გამიყენოთ). დავუმატოთ ერთი ჭიქა მაღალი ცხიმიანობის შემცველი არაჟანი. ბანაობის შემდეგ, ჩავიცვათ ხელზე სპეციალური ჯაგრისი ხელთათმანი და მისი საშუალებით წავისვათ ეს მასა მთელს სხეულზე და თან აქტიურად გავიკეთოთ მასაჟი კისრის ჩათვლით. ამის შემდეგ კი ჩამოვიბანოთ თბილი წყლით. არ დაიზაროთ ეს გაიმეორეთ ყოველი დაბანის შემდეგ. არაჟნი დაარბილებს მარილის მოქმედებას რომ კანი არ გაკაწროს. ეს ნარევი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში.

რას მოვცემს ეს?

მარილი აცილებს გარქოვანებულ უჯრედებს და დეზინფექცირებას უკეთებს კანს. თუ კანზე რაიმე სახის გამონაყარი გქონდათ ეს წარსულს ჩაბარდება. არაჟანი გარდა იმისა რომ მარილს არ აძლევს კანის დაზიანების საშუალებას ის ატენიანებს კანს და კვებავს კარგად. თუ თქვენ რეგულარულად გაიკეთებს ამ მასაჟს აღნიშნული ნარევით თქვენი კანი გახდება საოცრად გლუვი.

რჩევა №9

და ისევ კანზე. ძალიან კარგი იქნება თუ ისეთ განძს შეიძენთ თქვეთვის როგორიცაა ამარანტის ზეთი (მეწამულის ფერის ყვავილია).
ეს ზეთი შეიცავს სკვალენს, ეს ნივთიერება კი ჩვენი კანის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ეს ზეთი შეიწოვება თითქმის 100% ით და ნაოჭებთან, შრამებთან და დამწვრობებთან ბრძოლის ყველაზე საუკეთესო და შედეგის მომცემი საშუალებაა. ეს ზეთი უნდა შეიზილოთ თქვენ სახის კანზე და აგრეთვე ტანზეც ყოველდღიურად.



რას მოგცემთ ეს?

თქვენ განთავისუფლდებით უამრავი სახის კანის პრობლემისგან. ერთი უარყოფითი მხარე, ისაა რომ ეს ზეთი ღირს ძვირი. თუმცა დამეთანხმებით ამად ღირს ჩვენი სილამაზე.

რჩევა №10

აუცილებლად უნდა გადავივლოთ თმაზე დაბანის შემდეგ შემდეგ ნაყენი.: წყალს დაამატეთ მენთოლის ზეთი (ერთ ლიტრ წყალზე 5-6 წვეთი ზეთი) . გადაივლეთ ეს წყალი ყველა დაბანის შემდეგ.

რას მოგვცემს ეს?

ეს კითხვა არ კი დაისმის, პირველივე გადავლების შემდეგ იგრძნობთ თავის კანზე, რამდენად გაგიჯანსაღებთ კანს და მსუბუქი გახდება თქვენი თმა. ეს საშუალება ძალიან კარგია თავის ტკივილის დროსაც. ეფექტურად ებრძვის ქერტლს. და თუ ზედმეტად ცხიმიანია აწესრიგებს ამ პრობლემასაც.

რჩევა №11

შეიძინეთ მიხაკი (სანელებელი რომაა) და იქონიეთ სულ ჩანთაში პატარა შეკვრით. მთელი დღის განმავლობაში სათითაოდ შეგიძლიათ როგორც კანფეტი ღეჭოთ, რაც შეიძლება დიდი ხნით.


რას მოგვცემს ეს?

მიხაკი საოცრად აუმჯობესებს პირის ღრუს და ჯანსაღ სუნთქვას შეგძენთ. საღეჭი რეზინისგან განსხვავებით მისი ეფექტი გრძელდება დიდხანს. თანაც ყავის მსგავსად აფხიზლებს ადამიანს და მისგან განსხვავებით კბილის შეფერილობაზე საერთოდ არ ახდენს გავლენას.

შეასრულეთ ჩვენი რჩევები და 30 დღის შემდეგ თქვენი სილამაზით სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩებით.



წყარო - mary.ge