როგორ მოვაცილოთ ტანისამოსს ოფლის ლაქები - მარტივი მეთოდი

­­გთავაზობთ მარტივ მეთოდს ტანისამოსიდან ოფლის ლაქების მოსაცილებლად.

დაგჭირდებათ:

1 ჩაის კოვზი ჭურჭლის სარეცხი საშუალება

3-4 ჩაის კოვზი წყალბადის ზეჟანგი

2 სუფრის კოვზი სოდა

ეს ინგრედიენტები ერთმანეთში აურიეთ და დალაქავებულ ადგილებს წაუსვით. ცოტახანს აცადეთ ქსოვილში გაჯდომა, შემდეგ კი გარეცხეთ ტანისამოსი, შედეგი ნამდვილად გაგაკვირვებთ.