
დღეს 30 ივნისს 24 საათი გაიზრდება, ბოლოს ასეთი რამ 2012 წელს მოხდა
- 2015-06-29 19:31:34
- 4246 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

30 ივნისი წლის ყველაზე ხანგრძლივი დღე-ღამე იქნება. აღნიშნულის მიზეზი დედამიწის ბრუნვის სიჩქარის შენელებაა, 1 წამი მომატება კი იმისთვის ხდება, რომ კალენდარის ცდომილება მინიმუმამდე დავიდეს.
იმისდა მიუხედავად , რომ ზაფხულის მზებუდობის პერიოდიდან დღეები მოკლდება, 30 ივნისი წლის ყველაზე დიდი დღე-ღამე იქნება ანუ საათი 23:59:59 -შემდეგ აჩვენებს 23:59:60-ს ვიდრე 00:00:00 გახდება.
სინამდვილეში ზუსტად 24 საათი არცერთი დღე არ გრძელდება. დედამიწის ბრუნვის სიჩქარე დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე- ტექტონიკური, მეტეოროლოგიური, ატმოსფერული. შესაბამისად ყოველი დღის სიგრძე ერთმანეთისგან, წამზე გაცილებით მცირე დროის მონაკვეთით, მაგრამ მაინც განსხვავდება. გარდა ამისა დედამიწამ მისი არსებობის პერიოდში ბრუნვის სიჩქარე ნელ-ნელა შეამცირა, შესაბამისად მას შემდეგ რაც ადამიანებმა ეს მოვლენა გაარკვიეს, ცდილობენ ამ დროს დაეწიონ.
ბოლოს ასეთი დროში ნახტომი 2012 წელს განხორციელდა.