ნიგერიელმა “მუსულმანური სამყაროს პირველი ლამაზმანი – 2013″ ტიტული მოიპოვა (8 ფოტო)



ოთხშაბათს, 18  სექტემბერს ჯაკარტაში დასრულდა სილამაზის კონკურსი სადაც გამოვლინდა მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მუსულმანი ქალბატონი.ამ ტიტულის მფლობელი გახდა 21 წლის ულამაზესი ობაბია აიშა აჯიბოლი ნიგერიიდან.გამარჯვებულის დასახელების შემდეგ, მან თავი ვერ შეიკავა მუხლებზე დაეცა და თვალცრემლიანმა ლოცვა დაიწყო. გამარჯვებულის გამოსავლენად ძირითად კრიტერიუმს წარმოადგენდა მათი საქმიანობა სარწმუნოებასთან დაკავშირებით საქმეში, ასევე ფიქრებში და ყურანის კარგად ცოდნა.”ჩვენ გვინდა დავანახოთ მსოფლიოს, რომ ისლამი მშვენიერია, ჩვენ თავისუფლები ვართ და სიამოვნებით ვატარებთ მუსლიმანურ სამოსს.”-განაცხადა მუსულმანური სამყაროს პირველმა ლამაზმანმა.მან საჩუქრად მიიღო(25 მილიონი რუპია) 2, 2 ათასი დოლარი და აგრეთვე ორგანიზებას გაუკეთებენ მის მოგზაურობას მექაში- მუსულმანებისათვის წმინდა ქალაქში, სადაც სხვა სარწმუნოების ადამიანებისათვის შესვლა აკრძალულია, ასევე ინდოეთში.



img

img

 

img

 

img

 

img

 

img

 

img