16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი:დღეს საკუთარ შეცდომებზე მოგიწევთ პასუხის გაცემა. მოგიწევთ ახსნა-განმარტების ჩაბარება რომელიმე თქვენს ახლობელთან. თქვენი თხოვნა მოსალოდნელია უპასუხოდ დარჩეს. ამ დღეებში არ ელოდოთ მეგობრების დახმარებას, შეიძელბა უცხო პიროვნების დახმარება ძალიან წაგადგეთ

კურო: გაგიმძაფრდებათ ინტუიცია და გაგიძლიერდებათ შინაგანი ენერგია, რაც თავისთავად თქვენს ჯანმრთელობას დადებით იმპულსს მისცემს. არ არის გამორიცხული, ახლობელი ადამიანებისგან რაიმე საჩუქარი ან სიურპიზი მიიღოთ, რომელიც მეტად გაგახარებთ.

ტყუპები:ახლა დასვენება უფრო გმართებთ , ვიდრე ყოფით პრობლემებზე ზრუნვა. გადადეთ ადრე დაგეგმილი საქმეები და შვებულების სასიამოვნოდ გატარებაზე იფიქრეთ. დღის დასაწყისში შესაძლოა, საინტერესო მესიჯი მიიღოთ. არაა გამორიცხული, რომ დაუგეგმავი შემოსავალი გაგიჩნდეთ ან თუნდაც, ლატარიაში მოიგოთ. ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად დაპატიჟეთ მეგობრები, ვთქვათ, ლუდზე-სასიამოვნო საღამოს გაატარებთ.

კირჩხიბი:დღევანდელი დღე წარმატებულია კარიერისათვის, რადგან გელით საინტერესო შეხვედრები და პერსპექტიული წინადადებები. საქმეს შემოქმედებითად მიუდექით და წარმატებას ადვილად მიაღწევთ. სამომავლო გეგმებზე ნურავისთან ილაპარაკებთ.

ლომი: დღეს, ახალი საქმის წამოწყება რეკომენდებული არ არის. აკონტროლეთ ემოციები. სასიყვარულო ურთიერთობებში დათმობაზე წადით. ენერგია მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისკენ მიმართეთ.

ქალწული: პირად ცხოვრებაში პრობლემები მოიმატებს. კარიერაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ერიდეთ. წარმატება გელით საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობაში. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ, რომანტიკულ გარემოში.

სასწორი: ყველანაირად ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან კონფლიქტებს თავი აარიდოთ. პირად ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემები შესაძლოა მოგვიანებით უარყოფითად აისახოს.

მორიელი:
დღეს ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი გელით. გამოიჩინეთ შრომისმოყვარეობა და წარმატებასაც ადვილად მიაღწევ. საღამო ბუნებაში გაატარეთ.

მშვილდოსანი:დღევანდელ დღეს კონფლიქტების გამოწვევის რისკი დიდია, ამიტომ მოერიდეთ ამ დღეს კონფლიქტში ჩაბმას, რადგან ამან შეიძლება სახიფათო ხასიათი მიიღოს.

თხის რქა : დღევანდელ დღეს კანონისა და არსებული წესების მცირედმა დარღვევამაც კი მოსალოდნელია სერიოზული იურიდიული პრობლემები შეგიქმნათ. ასევე მოერიდეთ უხეშობას სასიყვარულო ურთიერთობაში, რადგან ამით შეიძლება თქვენს სიყვარულს საბოლოოდ დაესვას წერტილი.

მერწყული:
ეცადეთ დღეს ემოციები მოთოკოთ, ნერვული აშლილობა შესაძლოა კონფლიქტის მიზეზი გახდეს. მეტი დრო დაუთმეთ ახლობელებთან ურთიერთობას, მოერიდეთ დაპირებების გაცემას და ზედმეტადAაქტიურ მოქმედებებს.

თევზები: დღევანდელი დღე დიდხანს დაგამახსოვრდებათ, რადგან აზარტი მოგეძალებათ, თქვენგან მეტად თამამი ნაბიჯების გადადგმაა მოსალოდნელი. გახსოვდეთ რომ აზარტი თამაშს უხდება, მაგრამ არა- ურთიერთობებს.