"დღეს ორი სახელით ვცხოვრობ" - აგნესა "უძინართა მზიდან"

"დათო ძალიან კეთილი და სუფთა ადამი­ანია. არ არის ისეთი, როგორი იმიჯიც შეუქმნეს - თითქოს ციხეში იჯდა, ზოგი იმასაც ამბობდა, გარდაიცვალაო"

ექიმი გელა ბენდელიანი კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას წლებს­ შეალევს. საკუთარი ბინის სხვენში ცდებს ატარებს, მაგ­რამ სამეცნიერო საბჭოს მისი ნაშრომი­ არ აინტერესებს. მეზობლების საყ­ვედურებით და გაჭირვებული ყოფით გაბეზრებული გელას ქალიშვილი აგნესა სხვენიდან საცდელ ვირთხებს უშვებს...
მაყურებლის საყვარელი ფი­ლმი­ - "უძინართა მზე" 1992 წელს გამოვიდა ეკრანებზე.

ფილმში გელა ბენდელიანს გუჯა ბურდული განასახიერებს, მის მეუღლეს - ფილმის რეჟისორის, თემურ ბაბლუანის მეუღლე ლია ბაბლუანი, შვილს - დათოს, დათო კაზიშვილი, ნაბოლარა გოგონას, აგნესას კი, ეკა საათაშვილი, დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი:

- ბავშვობაში "მართვესთან" არსებულ გოგონათა ანსამბლში ვმღეროდი. 12 წლის ვიყავი, არტოს ბაღში გვქონდა კონცერტი. მახსოვს, კაცი მომიახლოვდა, თურმე რეჟისორის ასისტენტი ყოფილა, და მითხრა, აუცილებლად მოდი კინოსტუდიაში სინჯებზეო. მართლაც მივედი. ეპიზოდურ, მოხეტიალე მუსიკოსი გოგონას როლისთვის შემარჩიეს, მაგრამ თემურ ბაბლუანმა რომ მნახა, გადაწყვიტა, აგნესას როლზე ავეყვანე, საოცრად ჰგავს დედის როლის შემსრულებელ ლია ბაბლუანსო. ასე გავხდი აგნესა.

ძილისგუდა ვიყავი და გადაღებაზე მისვლა მიჭირდა. განსაკუთრებით დამა­მახს­ოვრდა ბოლო სცენა, სადაც ვამბ­ობ, ვირთ­ხები მე გავუშვი-მეთქი. ფილმში არ ჩანს, მაგრამ ამ ერთი ფრაზის წარმოსათქმელად გამაღვიძეს და გაბრაზებული ვიყავი.

ფილმში ასეთი სცენაა: ჩემი ძმა, დათო, შინ ბრუნდება. მე გახარებული გავრბივარ მისკენ და უცებ წავიქცევი. რეპეტიციები მქონდა, თუ როგორ უნდა წავქცეულიყავი. ამისთვის საგანგებოდ ლეიბიც გამიფინეს. გადაღება რომ დაიწყო, გამოვექანე მთელი სისწრაფით და ისე გადავეშვი, თითქოს აუზში­ ვხტებოდი. მითხრეს, ისე უნდა წაიქცე, რომ კადრშიც ჩანდეს შენი დაცემაო. ამიტომ, სანამ სასურველ პოზაში დავეცემოდი, ბევრი დუბლის გადაღება დაგვჭირდა.

წაიკითხეთ  სრულად