
რა შეზღუდვები დაწესდება მარჯვენასაჭიან მანქანებზე
- 2015-07-07 19:31:04
- 2338 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების საკითხზე კონსულტაციები გაიმართება, რამაც ასეთი მანქანის მფლობელები შოკში ჩააგდო…
ტრასაზე ჩასაფრებული სიკვდილი! -ასე უწოდებს მძღოლების ნაწილი მარჯვენასაჭიან ავტომობილებს. რა თქმა უნდა, არსებობენ ამ მოსაზრების მოწინააღმდეგენიც, თუმცა ავტოკატასტროფების სტატისტიკა მარჯვენასაჭიანი მძღოლების სასარგებლოდ არ მეტყველებს...
"ძლივს!" - ასეთია ჟურნალ "ავტობილდის" რედაქტორის, ექსპერტ შალვა ბუაჩიძის კომენტარი მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების შესახებ კონსულტაციების დაწყებაზე.
- დიდი ხანი ველოდებოდი ამ საკითხზე კონსულტაციების დაწყებას, ახლა კმაყოფილებას ვერ ვმალავ. ბოლო 2-3 წელიწადში ავტომობილების იმპორტში მარჯვენასაჭიანი მანქანების წილი კატასტროფულად იზრდებოდა. 2015 წელს კი მარცხენასაჭიანი მანქანების წილს გადააჭარბა. შესაბამისად, "ავტოუბედურების" გადაჭარბებასაც უნდა ველოდოთ.
- ზოგის მტკიცებით, მარჯვენსაჭიანი მანქანები არაფერ შუაშია, ავარიას საჭის მდებარეობა კი არ უცოდინარი მძღოლი იწვევს.
წაიკითხეთ სრულად