
"დაღუპულები ვართ, 21 წლის შვილი უნდა დავმარხოთ"
- 2015-07-08 19:42:41
- 1065 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

გვიან ღამით სოფელ გლდანში ავარიის დროს გარდაცვლილის ახლობლები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან იყვნენ შეკრებილები. ისინი აპროტესტებენ გარდაცვლილებისთვის ექსპერტიზის ჩატარებას.
„ისედაც დაღუპულები ვართ, 21 წლის შვილი უნდა დავმარხოთ და გაგვატანეთ ჩვენი შვილი უვნებელი. ოჯახი ითხოვს რომ არ გაივეთოს გვამი“, - ამბობს ერთ-ერთი გარდაცვლილის ახლობელი.
სოფელ გლდანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა 7 ივნისს,საღამოს საათებში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილები 20 წლამდე ახალგაზრდები არიან.
ავარიის შედეგად სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო კიდევ 3 ადამიანმა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. სავარაუდოდ ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.