ამ ფერადი რეზინების შესახებ ეს უნდა იცოდეთ - ლუმ ბანდსების სკანდალი

ბოლო დროს პატარა რეზინის რგოლებით, ე.წ. ლუმ ბანდსებით ფერად-ფერადი სამაჯურების ქსოვა საყოველთაო გატაცებად იქცა. დიდი და პატარა ნაქსოვი სამკაულებით ხელ და ყელდამშვენებული დადის. სამწუხაროდ, ამ რეზინების უსაფრთხოება უკვე ეჭვის ქვეშ დგას და ბევრ ქვეყანაში მასზე უარიც თქვეს. დასავლური პრესის ფურცლებიდან მოგვიწოდებენ, რომ თუ თქვენს შვილებს ფერადი რეზინის დაწნული სამაჯურები უკეთიათ, მოახსნევინეთ და გააკონტროლეთ, რომ აღარასდროს გაიკეთონ. როგორც აღმოჩნდა სამაჯურების უმეტესობა საშიშ ტოქსიკურ ნივთიერება ფტალატს შეიცავს, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას კიბოს იწვევს.

სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტმა, საჩივრების საფუძველზე, გამოიკვლიეს რეზინის სამაჯურები და დაადგინეს, რომ ხალისიან რეზინის რგოლებს, რომლებისგანაც გოგონები სამაჯურებსა და სამკაულებს წნავენ საშიში დააავადებების გამოწვევა შეუძლიათ და მათი გაყიდვა რამდენიმე ქვეყანაში უკვე აიკრძალა.

თავდაპირველად არავის სჯეროდა, რომ ბავშვებისთვის განკუთვნილ ნაწარმში ფტალატს შემცველობა დაფიქსირდებოდა. თუმცა, "ლაბორატორიული შემოწმება სხვადასხვა ფირმის, ზომისა და ფერის ორასამდე რეზინის რგოლმა გაიარა. უმეტესობაში ფტალატის შემცველობა დაფიქსირდა". - ამბობს ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრი.

წაიკითხეთ  სრულად  მშობლები.ჯი-ზე