ასე ხედავს ნარკოდამოკიდებული სამყაროს




Google-ის მიერ შექმნილმა ხელოვნურმა ინტელექტმა ჰალუცინოგენური ვიდეო შექმნა. ნეირონულმა ქსელმა Deep Dream-მა 1998 წელს გადაღებული ფილმი - "შიში და სიძულვილი ლას-ვეგასში" დაამუშავა, რომელშიც მთავარ როლებს ჯონი დეპი და ბენისიო დელ ტორო ასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ სურათი ორი ადამიანის ფსიქოტიპის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკს მოიხმარენ. თავდაპირველად, ნეირონული ქსელი ფოტოებზე სხვადასხვა ობიექტის ავტომატური ამოცნობისთვის შეიქმნა, მაგალითად, კატების ან ძაღლების. შედეგად, სისტემამ ფილმში მონაწილე ადამიანების სახეებში სხვადასხვა ცხოველის თავები დაინახა. გამოსახულებების დადებამ კი ჰალუცინოგენური სურათი შექმნა, რომელიც ფილმის სიუჟეტში საკმაოდ კარგად ჩაჯდა.