
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
- 2015-07-09 14:20:02
- 1214 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
ახალი კურსის მიხედვით, ხვალ, 9 ივლისს ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2468 ლარი იქნება. დღეს მოქმედი კურსით კი 1 დოლარის ღირებულება 2.2461 ლარს შეადგენდა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.4787 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4752 ლარს შეადგენდა.