„აქ ქალის სიყვარულმა დამაბრუნა“ - სკანდალური აღიარება

„ყველამ, ვინც მე მიცნობს, კარგად იცის ჩემი ორიენტაციიის შესახებ და ისიც იცის, რომ ამას არასდროს ჩუმად არ ვაკეთებდი, მე ვარ პიროვნება, რომელსაც არა აქვს სურვილი რომ დაიმალოს“ - ამბობს „ნიუპოსტთან“ ერთი შეხედვით ძალიან მომხიბლავი ქალი, დახვეწილი ნაკვთებით...ეს ქალი ვალიტა გახლავთ, მსოფლიო ჩემპიონი ძალისმიერ სამჭიდში, რომელმაც ორი ოქროს მედალი და მსოფლიო ჩემპიონობა რამდენიმე თვის წინ მოიპოვა. როგორც ირკვევა მშობლიურ ქალაქში ვალიტა ქალის სიყვარულმა დააბრუნა.

ვალიტა: საქართველოში სიყვარულთან ერთად ოჯახმა და სპორტმა დამაბრუნა. მაგრამ მთავარი მიზეზი რა თქმა უნდა ჩემი პირადი ცხოვრება უფროა. მინდა აქ დავრჩე, მოვეწყო სტაბილურად. სპორტის გარდა სხვა საქმითაც დავკავდე, რადგან ამ სპორტს ფული არ მოაქვს, საქართველოში.

- წლების წინ უკრაინაშიც როგორც ვიცი სიყვარულმა წაგიყვანა
-კი, 10 წლის წინ ნამდვილად იყო ეს მომენტი, სიყვარულის გამო გადავწყვიტე აქედან წასვლა. უკრაინაში 10 წელი ვიცხოვრე. მერე კი ისევ სიყვარულმა დამაბრუნა უკან... ერთმანეთი წლების წინ გავიცანით. მერე დავახლოვდით და მივხვდით რომ ლტოლვაზე მეტი რამ გვაკავშირებდა ერთმანეთის მიმართ. ბოლოს გადავწყვიტე, რომ გადამედგა ეს ნაბიჯი და ნამდვილად არ ვნანობ ამას.
-არ ნანობ და არც მალავ ამ ურთიერთობას, არ გიჭირს ეს სითამამე თბილისში?

-რაც შეეხება ამ სფეროს და ჩემს პირად ცხოვრებას, მაშინაც კი, როცა საქართველოში ვცხოვრობდი ვიყავი ყოველთვის თამამი. ვერ ვიტყვი რომ პროვოკაციულად ვიქცევი, ან ვცდილობ გამოვიწვიო ვინმე, ხაზი გავუსვა ჩემს ორიენტაციას, მაგარამ ამისდა მიუხედავად ამას არასდროს ვმალავდი. ყველამ, ვინც მე მიცნობს, კარგად იცის ჩემი ორიენტაციიის შესახებ და ისიც იცის, რომ ამას არასდროს ჩუმად არ ვაკეთებდი, მე ვარ პიროვნება, რომელსაც არა აქვს სურვილი რომ დაიმალოს. ვთვლი რომ ამის მიზეზიც არ მაქვს. ვერ ვხედავ აზრს იმაში, რომ იცხოვრო შენს ქვეყანაში და იმალებოდე, მაშინ უნდა წახვიდე სხვაგან.

-ხომ მაგრამ ადრეც ასე ვცხოვრობდიო მეუბნები და ადრე საქართველოში რთული არ იყო საზოგადოებასთან ეს გულახდილობა? შენს სიმამაცეს წინააღმდეგობა არ მოჰყოლია?

-ვერ ვიტყვი, რომ მქონდა რაღაც წინააღმდეგობა, ან ქუჩაში ვიღაცას ცუდად წამოუძახია ჩემთვის, ან რაღაც ჩხუბი მომხდარა ამის გამო... რა თქმა უნდა ჩემს წრეში იყვნენ ადამიანები, ვინც იღებდა ამ ფაქტს და იყო ის ხალხი, ვინც ვერ იღებდა, მაგრამ აგრესია ჩემი ორიენრტაციის მიმართ, არასოდეს ყოფილა. არ მახსოვს ამგვარი რამ. მე ყოველთვის ვთანამშრომლობდი ლგბეტე საზოგადოებასთან, ჟურანალისტებთან. ალბათ პირველი ქალი ვიყავი ვინც გამოვიდა ტელეევიზიით და თქვა თავისი ორიენტაციის შესახებ, ამის მერეც არ მოჰყოლია ამას აგრესია... ვერ ვიტყვი რომ ქუჩაში ვინმემ ცუდად დამიძახა ან თითით მაჩვენა...

-ანუ დისკომფორტს არც ადრე გრძნობდი, არც ახლა და საქართველოში ამგვარი რამ დასაშვებია?
-ვიცი რომ არის ბევრი, ვინც განიცადა ეს სიტუაციები, ნეგატიური მომენტები, მაგარამ მე არ მქონია, შეიძლება პროვოკაციულად არ ვიქცევი, არ ვიწვევ საზოგადოებას და ამიტომ.

გომოფობები ძალიან ბევრია თბილისში, ჩვენ ისეთი ერი ვართ, ისეთი ქვეყანა, რომ ძალიან ღრმად ვზივართ ჩევნს პრინციპებსა და ტრადიციებში. არასდროს არ იქნება ისე რომ საქართველო დადებითად განეწყოს გეების მიმართ. ქალი იქნება კაცი, არა აქვს მნიშვნელობა. თუმცა, ყველაფერი საქაციელზეა დამოკიდებული, თუ როგორ იქცევი საზოგადოებაში. ბევრი ნატურალიც კი, ვინც გამომწვევად იქცევა, იწვევს ცუდ რეაქციებს თავისი საქციელით. მე შემიძლი თამამად ვთქვა რომ არ ვგრძნობ საქართველოში თავს დისკრიმინებულად. თუმცა, იმასაც ვხედავ, რომ სხვა განიცდის ამას. ვიცი ბევრს შეხებია, ძველი ბიჭების, მეზობლების რეაქციები.

-მინდა ბავშვობაც გაიხსენო, პერიოდი როდესაც გააცნობიერე, რომ არ იყავი ჩვეულებრივი გოგო.

-ეს ყოველივე აბსოლუტურად გააზრებულად მოხდა, არანაირი პრობლემა ჩემს თავთან არ მქონია. ვიცოდი რომ ვგავარ ბიჭს საქციელით, სიარულის მანერით, მაგრამ იმდენად არა რომ ვერ განვესხვავებინე გოგოსგან. როცა მოზარდი ხარ არავინ დაგიძახებს ლეზბიანკას ან გეის, გეძახიან ქაჯანას, ქალბიჭას, მეც ასე მეძახდნენ, არ მწყინდა, რადგან ვიცოდი რომ არ ვარ ნაზი გოგო, პირიქით, გოგოსთან შედარებით ბევრად უხეში ვიყავი. ბავშვობიდანვე ვიცოდი რომ არასოდეს ვიქნებოდი ნატურალი და ვიქნებოდი არატრადიციული ორიენტაციის ადამიანი. ამას უფრო სხვა მომენტებით გრძნობ, იცი რომ გაქვს რეაქცია გოგონებზე და არ გაქვს რეაქცია მამაკაცებზე. არის ბევრი გატაცება, სექსი ქალთან, მერე ქალის სიყვარული... პირველად 19 წლის ასაკში შემიყვარდა ეს ის გოგოა, ვის გამოც საქართველოდან წავედი.


-რას იტყვი გეი ქორწინებაზე?

-„გეი პრაიდების“ მომხრე არასდროს არ ვყოფილვარ. ვთვლი, რომ არის რაღაც ისეთი, რაც გარეთ არ უნდა გამოიტანო. რაც ეხება გეი ქორწინებას, ეს სოციალური თვალსაზრისით ვფიქრობ რომ სწორია, რადგან ჩვენ ვართ ადამიანები, რომელსაც უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლებები. ანუ თუ მე ვარ არატრადიციული ორიენტაციიის ქალი ან მამაკაცი, აუცილებლად მინდა მქონდეს ჩემი სოციალური უფლებები, - გავთხოვდე, ან მოვიყვანო ცოლი.
დავუშვათ ხვალ ვკვდები, მინდა რომ იმ ადამიანს, რომელთანაც ცხოვრება მქონდა დაკავშირებული დარჩეს ჩემი სახლი, არ გააგდონ ქუჩაში, რომ ჰქონდეს იმის საშუალება, რომ თანაბრად (როგორც ნატურალები) გაიყოს ჩემი ქონება და არ გვქონდეს ამასთან დაკავშირებული პრობლემები, სასამართლოშიც ვერ მივალთ იმიტომ რომ მაგის უფლებაც არ გვაქვს.არაფერს ვამბობ რიტუალზე, ხელი მოაწერა, ჯვარი დაიწერა, - ეს სისულელეა. მე ვამბობ თვითონ ამ სოციალურ მომენტზე, რომელიც ადამიანს , თუ არის არატრადიციული ორიენტაციის ესაჭირეობა. რომ იარსებობს ამ სოციუმში. ამერიკელები სწორად მოიქცნენ, რომ მიიღეს ეს კანონი, ეს დიდი ნაბიჯია.
რა თქმა უნდა საქართვერლო ვერ მივა იქამდე, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ჩვენი ტრადიციებისა და პრინციპების შიგნით მცხოვრები ერი. ჩვენ არ შეგვიძლია რომ გარეთ გავიხედოთ. ეს არის, იყო და იქნება საქართველოში, მაგრამ „დამალულად“. ნელ-ნელა საქართველო უკვე იღებს იმ ფაქტს რომ ჩვენ გვყავს, გეები არატრადიციული ორიენტაციის ქალები, რომ ჩვენ ყველანი ვართ ერთად, ვზივართ ერთ კაფეშიმ, ან ერთ მარშუტკასი და არ არის აუცილებელი ამას მოჰყვეს კომფლიქტი, გინება შეურაცხყოფა. ნელ-ნელა საქართველო დარბილდა . მე ვიხსენებ რა იყო 10-15 წლის წინ, რა თქმა უნდა ბევრად უფრო საშიში იყო. ახლა ვთვლი რომ სიწყნარეა და ამ მხრივ დარბილდა ქვეყანა.

















წყარო