
სენაკის რაიონში 18 წლის ბიჭმა 5 წლის ბიჭი გააუპატიურა
- 2015-07-18 20:23:53
- 1527 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

სენაკის რაიონის სოფელ ხორშში 18 წლის ბიჭმა 5 წლის ბიჭი გააუპატიურა. მომხდარს შს სამინისტროშიც ადასტურებენ. უწყების განმარტებით, საქმე აღძღულია სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედებას პირის მიმართ, რომელსაც 14 წელი არ შესრულებია.
არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი არ არის პოლიციის თანამშრომელი, ის სამხედრო სამსახურში მსახურობდა, ფოთის მცხოვრებია და სოფელ ხორშში სტუმრად იმყოფებოდა. ხოლო დაზარალებული 5 წლის ბიჭი ოჯახის მეზობელია.
წყარო