
ვინ ჩაუშვა "მამულიჩა" ?!
- 2015-07-20 19:14:21
- 1687 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

გაზეთ „კვირის ქრონიკის“ ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ ორი დღის წინ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული კახა მამულაშვილი (მამულიჩა) თემურ თათარაშვილმა „ჩაუშვა“.
ინფორმაციას გამოცემა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კვირის ქრონიკა“ 2008 წელს მომხდარ ამბავს იხსენებს.
„2008-ში „მამულიჩა“ რომ გამოუშვეს „კაპეზედან“, სწორედ ლელა წურწუმიას დამსახურება იყო, მივიდა და მიხეილ სააკაშვილს ეხვეწა, მუხლებში ჩაუვარდა. „კაკრაზ“, მაგ ამბავზე თემურ თათარაშვილმა პირველი ხელი მაგას დაადო, რომ ჰკითხეს, ნარკოტიკებს სად ასაღებდიო, პირველი წყარო „მამულიჩა“ დაასახელა. სხვათა შორის, კულუარებში იმასაც ლაპარაკობდნენ, თათარაშვილი მამულაშვილმა ჩაუშვაო... რამდენიმე ინკოგნიტო წყაროს თქმით, ე.წ. ვარსკვლავების სახლში, ყიფშიძის 17 ნომერში, 17 ივლისის ღამეს, სამართალდამცავებმა მამულაშვილ-წურწუმიას სახლი გაჩხრიკეს. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, „მამულიჩა“ სწორედ ამ დღეს დააკავეს აეროპორტში და ამის შემდეგ ჩატარდა ჩხრეკა. პირიქით რომ ყოფილიყო, მას ინფორმაციას მიაწვდიდნენ და ნარკოტიკების თანხლებით აღარ შემოვიდოდა… იმასაც ამბობენ, „ჩაშვებული“ პონტი იყო და დიდი ხანია, მიზანში იყო ამოღებულიო… ბრალის დამტკიცების შემთხვევაში „მამულიჩას“ 11- წლიანი სასჯელი ელის“, - წერს გამოცემა "კვირის ქრონიკა".
სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით პროდიუსერი, მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე კახი მამულაშვილი -"მამულიჩაა" რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
წყარო