აი რა განცხადებას ავრცელებს მამულიჩა დაკავების შემდეგ!

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული კახი მამულაშვილი ბრალს სრულად აღიარებს. როგორც „მამულიჩამ“ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ის მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

თუმცა როგორც მამულაშვილმა აღნიშნა, პირადად მას არასდროს შემომიტანია ნარკოტიკი საქართველოში.

„უცხოეთში კოკაინი გამისინჯავს. ერთი შეხედვით მივიჩნიე, რომ ეს რაოდენობა რაც აღმომაჩნდა, ბევრი არ იყო. ვინმესთან ერთად რომ ვყოფილიყავი, ასეთ რაღაცას არ გავაკეთებდი. მზად ვარ პასუხი ვაგო... ჩემი უგუნური ქმედების გამო მომივიდა", - განაცხადა "მამულიჩამ".

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ „მამულიჩას“ პატიმრობა შეუფარდა.