ტესტი - რომელ პოზაში გძინავთ?

თქვენ წინაშეა ძილის დროს ადამიანის პოზის 9 ინდივიდუალური ვარიანტი.
ეს ტესტი მათთვისაც არის, ვისაც პარტნიორთან ერთად სძინავს და არა მარტო: ძილის რაღაც პერიოდში ხომ ერთად მწოლიარე ორი ადამიანი არ ეხება ერთმანეთს.

დააკვირდით ყურადღებით ფოტოს და აირჩიეთ ის პოზა, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს თქვენსას. რას უნდა ნიშნავდეს ის?

1. უბალიშოდ ძილი ადამიანის დამოუკიდებელ ბუნებაზე მეტყველებს. ის, ვისაც ასე სძინავს, ყველაფერში მინიმალიზმს ანიჭებს უპირატესობას, მათ შორის, ტანსაცმელშიც, ხოლო საკვებში - ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს ადამიანი პირდაპირია, დიდსულოვანი და მკაფიოდ გამოხატავს საკუთარ აზრს.

2. ეს პოზა საყვარელი ადამიანის ყოლის მოთხოვნილებაზე მეტყველებს. თუმცა, ასევე შესაძლოა, ნიშნავდეს იმას, რომ უკვე არსებული ურთიერთობა აღარ გაძლევთ საჭირო ემოციურ საკვებს და იმასაც, რომ უმჯობესია, თქვენი ყურადღება სხვა ობიექტზე გადაიტანოთ. დროებით მაინც.

3. ეს პოზა ინტიმური, ვნებიანი სიახლოვის ქვეცნობიერ სურვილზე მიანიშნებს.

4. ზურგზე წოლა ნიშნავს იმას, რომ თქვენ ქვეყნისთვის (ცისთვის) ხსნით თქვენი სხეულის ყველაზე რბილ და სათუთ ნაწილს – მუცელს. ის, ვისაც ამ პოზაში სძინავს, დღის განმავლობაში ძალიან რაციონალურია, ხოლო ღამით საკუთარ სხეულსა და სულს სრულ თავისუფლებას ანიჭებს.

5. ის, ვისაც ამ პოზაში სძინავს, სურს იყოს გახსნილი, ჰქონდეს დიდი სივრცე, რადგან დღისით დაძაბული ცხოვრების წესი აქვს. სავარაუდოდ, ასეთი ადამიანი ცხოვრებაში ყველაფერს აკონტროლებს.

6. ძილის ეს პოზა მათთვისაა დამახასიათებელი, ვისაც შეუძლია ქვეყანას ზურგი აქციოს. შესაძლოა, ეს პოზა ღამის განმავლობაში იცვლებოდეს, მაგრამ მაინც ასეთი ადამიანისთვის დამახასიათებელია საკუთარი თავისადმი დიდი ყურადღება და სხვების უგულებელყოფა.

7. თუ ადამიანს საწოლში ბევრი ბალიში უდევს, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მას უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და რომ ის ცოტა არ იყოს, ძუნწია. მაგრამ ეს შეიძლება მიანიშნებდეს ცხოვრების რთულ პერიოდზეც.

8. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პოზაა და ბავშვობაში დაბრუნების, სიმშვიდისა და შინაგანი გაწონასწორებულობის სურვილზე მიუთითებს. ასეთ პოზაში ძირითადად მას სძინავს, ვისაც დღის განმავლობაში უწევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ღამით კი ის თითქოს იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას.

9. ზურგზე ასე წოლის ჩვევა აქვს ძალიან სანდო და ერთგულ ადამიანს და მას უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს გარშემომყოფების მიმართ.