6 მეთოდი თუ როგორ მიხვდეთ, რომ მოსაუბრე გატყუებთ...

ტყუილი ფართოდ გავრცელებული მავნე ჩვევაა. თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, მარტივად მიხვდებით, მოსაუბრე როდის გატყუებთ.




1. საუბარი დაიწყეთ ნეიტრალური შეკითხვების დასმით

როდესაც ადამიანი მარტივ შეკითხვებზე გპასუხობთ, შეგიძლიათ, პასუხის გაცემისას დააკვირდეთ მის ქცევას. ჰკითხეთ ამინდის შესახებ, ან რა გეგმები აქვს შაბათ-კვირას. როდესაც გიპასუხებთ, დააკვირდით მისი სხეულის ენასა და თვალების მოძრაობას – თქვენ უნდა იცოდეთ, როგორ იქცევა ის სიმართლის თქმის დროს. პოზიციას იცვლის? თვალებს აქეთ-იქით აცეცებს? თუ პირდაპირ თვალებში გიყურებთ? საკმარისად ბევრი შეკითხვა დაუსვით, რათა ქცევის მოდელი იპოვნოთ.

2. იპოვნეთ ცხელი წერტილი

მას შემდეგ, რაც ნეიტრალური ტერიტორიიდან „ტყუილის ზონისკენ“ გადაინაცვლებთ, უნდა დააკვირდეთ სხეულის ენას, სახის გამომეტყველებას, თვალების მოძრაობას. სიცრუის თქმისას, ყველა განსხვავებულად იქცევა, რადგან ამ პროცესს ადამიანის ქვეცნობიერი წარმართავს. სწორედ ამიტომაა საჭირო, იცოდეთ, როგორია პიროვნების ქცევის მოდელი, სიმართლის თქმისას.

3. დააკვირდით სხეულის ენას

ადამიანები, ტყუილის თქმისას ცდილობენ რაც შეიძლება პატარები და შეუმჩნეველნი გახდნენ. ზოგიერთი მათგანი წელში იხრება და ხელებს მალავს, რათა მისი მოუსვენარი თითები არ შენიშნონ და ტყუილში არ ამხილონ. ასევე, დააკვირდით, მოსაუბრე მხრებს ხომ არ იჩეჩავს.

4. დააკვირდით სახის გამომეტყველებას

ხშირად, ადამიანებს ტყუილი სახეზე აწერიათ, მაგრამ ზოგჯერ, ის შეუმჩნეველია. ზოგიერთ მათგანს ღია ვარდისფერი გადაკრავს სახეზე, ზოგს ოდნავ უწითლდება ნესტოები, იკვნეტს ტუჩებს, ოდნავ ოფლიანდება ანდაც, ხშირად ახამხამებს თვალებს. ნებისმიერი ასეთი გამოხატულება მოსაუბრის ნათქვამის ეჭქვეშ დაყენების საბაბს გვაძლევს.

5. დააკვირდით წინადადებების წარმოთქმის ტონს, რიტმსა და სტრუქტურას

ხშირად, როდესაც ადამიანები იტყუებიან, ხმის ტონსა და ტემბრს იცვლიან. შესაძლოა, სწრაფად ან უჩვეულოდ ნელა დაიწყონ მეტყველება, ძალიან ხმამაღლა ან ხმადაბლა. მატყუარების წინადადებები შინაარსობრივად არეულ-დარეულია, ასეთ დროს, ტვინი ძალიან იღლება, რადგან ცდილობს მათი მოგონილი ამბავი დაიმახსოვროს.

6. უყურეთ მათ, როდესაც შეწყვეტენ საკუთარ თავზე საუბარს

ადამიანები, რომლებიც იტყუებიან, რაიმეს მოყოლის დროს, ხშირად, საკუთარ თავის ნაცვლად ყურადღებას სხვა ადამიანებზე ამახვილებენ. ისინი, ქვეცნობიერად ცდილობენ მოგონილი ამბიდან საკუთარი თავი ჩამოაშორონ.

გახსოვდეთ: ადამიანები ტყუილის თქმის დრო, სხვადასხვანაირად იქცევიან; ყველა ინდივიდუალურია. ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნების ქცევის მოდელი შეადაროთ მისი სხეულის ენას, სახის გამომეტყველებას, თვალების მოძრაობას და რეპლიკებს, როდესაც ეჭვი გეპარებათ, რომ ის შესაძლოა, სიცრუეს გეუბნებოდეთ.


წყარო - aww.ge