ელექტროენერგია გაძვირდა - სემეკ-ის გადაწყვეტილება

დღეიდან ელექტროენერგია, რომელსაც თბოელექტროსადგურები კერძო კომპანიას მიჰყიდიან, რამდენიმე თეთრით მოიმატებს. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ სემეკმა მიიღო.
მოქმედი ტარიფი კომპანია "ჯიფაუერისთვის" 7,397 ლარი იყო, ახალი ტარიფი კი 7,534 ლარი იქნება. შპს "მტკვარი ენერგეტიკისათვის" მოქმედი ტარიფი 7,229 ლარიდან გაიზარდა 10,871 ლარამდე. რაც შეეხება საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას, დღევანდელი ტარიფი 7,319 იყო, ახალი ტარიფი კი 10,194 ლარით განისაზღვრა.

თბოელექტროსადგურები ბუნებრივ აირს დოლარში ყიდულობენ. ტარიფის გაზრდის მოთხოვნას ისინი ლარის გაუფასურებას უკავშირებენ.


წყარო