ადამიანის ხასიათის დეტალებს მისი ცხვირის ფორმა განსაზღვრავს: რას ამბობს ის შენზე?
- 2015-07-25 21:16:26
- 12814 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ადამიანის ორგანიზმი რთულ მექანიზმს ჰგავს; თითოეული ორგრანო ურთიერთკავშირშია. ორგანიზმის ყველა რეაქციას, მათ შორის დაცემინებას, თავისი დანიშნულება აქვს. მაგალითად, დაცემინებისას ორგანიზმი ბაქტერიებს განდევნის. ეს ერთგვარი დამცავი რეაქციაა.
ჩვენი სხეული ბევრი საინტერესო თვისებით გამოირჩევა. ამჯერად, თქვენს ყურადღებას ორგანიზმის ერთ – ერთ მნიშვნელოვან ორგანოზე გავამახვილებთ.
ცხვირის ფუნქციებია:
სუნთქვა;
ორგანიზმის ინფექციებისგან დაცვა;
სუნის შეგრძნება;
გემოს შეგრძნება;
გავლენას ახდენს ადამიანის ხმის რეზონანსზე;
გრძნობს 10 000-ზე მეტ სუნს.
ცხვირი ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა. მისი ფორმა პიროვნების ხასიათსაც განსაზღვრავს…
გრძელი ცხვირი
ამ ფორმის ცხვირის მქონე ადამიანები წარმატებულები არიან ბიზნესში, რადგან ჯანსაღი ამბიციები გააჩნიათ. ადამიანებს მოსწონთ თქვენი ლიდერული თვისებები. ყველაზე დიდი პრობლემებიც სწორედ ჭარბი ძალის გამო გექმნებათ.
მოკაუჭებული ცხვირი
ამ ადამიანს მოსწონს როდესაც პატივს სცემენ. ისინი ყოველთვის საკუთარ გზას მიჰყვებიან და წესებს ყურადღებას არ აქცევენ.
სწორი ცხვირი
ცხვირის ეს ფორმა ცნობილია „ბერძნული ცხვირის“ სახელწოდებით. ასეთი ცხვირის მქონე ადამიანები მახვილგონიერებით გამოირჩევიან. ისინი დისციპლინას იჩენენ და ცხოვრებაში სწორედ ამის გამო აღწევენ წარმატებას.
რომაული ცხვირი
ისინი ძლიერი ხასიათის მქონენი და ძალზედ ამბიციურები არიან. საუკეთესო ლიდერები არიან. გადაწყვეტილებებს იოლად ღებულობენ და ყველაფერს მარტივად უმკლავდებიან.
აპრეხილი ცხვირი
ცხვირის ასეთი ფორმა ოპტიმისტ და კეთილ ადამიანებს აქვთ. ისინი სხვებს ყოველთვის ეხმარებიან და ამხნევებენ.
წყარო - aww.ge