ერთ წუთში დასრულებული სამი სიცოცხლე
- 2015-07-27 11:43:25
- 1864 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ეს ფოტო ტრაგედიამდე 5 წუთით ადრე არის გადაღებული
ახალციხის სოფელ ჭაჭარაქში უბედურება დატრიალდა - და-ძმა მარიანა და გიორგი ფოცხვერაშვილები და ვერიკო ზედგენიძე მტკვარში დაიხრჩვნენ.
ვეფხვია ინასარიძე მაშველების მოსვლამდე ეძებდა დამხრჩვალ ახალგაზრდებს მტკვარში. მისი ვაჟი, 15 წლის არჩილი ჰყვება: - შუადღისას მეზობლებთან - მარიანასთან, მის ძმა გიორგისთან, მარისა და ჩემს მამიდაშვილ ხვიჩასთან ერთად საბანაოდ წავედი. მარიანამ თავისი პატარა შვილიც წამოიყვანა, ნაპირზე დავსვამ და წყლიდან ვუყურებო.
შუა მტკვრისკენ წავედით. მარტო ხვიჩა დარჩა ნაპირთან, რომ ბავშვთან ახლოს ყოფილიყო.
წყალი ჯერ მუხლებამდე გვწვდებოდა, შუამდე რომ მივედით, ვერიკოს წელამდე შემოსწვდა და შეშინდა, ძალიან ღრმაა, უკან წავიდეთო. როცა შემოვტრიალდით, უცებ ვერიკოს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა. მარიც დაეცა და წყალში მეც ჩამიყოლა.
წაიკითხეთ სრულად