როგორ ამოვიყვანოთ ცხიმის ლაქა სამოსიდან…საიდუმლო,რომელიც ვისურვებდი,აქამდე მცოდნოდა !



ამ ხერხით იოლად ამოიყვანთ ცხიმის ლაქებს თქვენი საყვარელი სამოსიდან.
საჭიროა:
ჭურჭლის სარეცხი სითხე;
წყალბადის ზეჟანგი;
საფუარი;
ძველი კბილის ჯაგრისი.
რა უნდა გააკეთოთ;
მოაპკურეთ ლაქას წყალბადის ზეჟანგი, ისე, რომ ბოლომდე გაიჟღინთოს;
დაასხით ლაქას რამდენიმე წვეთი სარეცხი სითხე; შემდეგ, ძალიან თხლად მოაფრქვიეთ საფუარი სარეცხ საშუალებაზე;
კბილის ჯაგრისით მასა გაანაწილეთ ლაქაზე. თუ მასა ძალიან თხევადია, უბრალოდ ოდნავ მეტი საფუარი დაუმატეთ.ხოლო თუ ძალიან გასქელდება, დაუმატეთ ოდნავ მეტი წყალბადის ზეჟანგი.



როდესაც საფუძვლიანად გახეხავთ დალაქულ ადგილს კბილის ჯაგრისით, ცხიმიან ადგილზე არსებული მასით, სამოსი დატოვეთ ნახევარი საათიდან ერთ საათამდე. ამის შემდეგ, თქვენი ტანსაცმელი ახალივით იქნება !



P.S. როგორც ხედავთ, ზეჟანგმა შარვალი არ გაახუნა. თუმცა, თუ მაინც ღელავთ იმაზე, რომ წყალბადის ზეჟანგმა სამოსი არ გაგიხუნოთ, ტესტი ჯერ სამოსის შეუმჩნეველ ადგილას ჩაატარეთ.



წყარო - aww.ge