ქართველი ძიუდოისტის არნახული იპონი: მზია ბებოშვილმა მეტოქე 9 წამში დაამარცხა (ვიდეო)



ძიუდოში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ქართველმა მზია ბებოშვილმა ბრიტანელი ემე გრანტი (Aimee Grant) იპონით დაამარცხა. დღეს, 30 ივლისს გამართულ შეხვედრაში, მეცხრე წამზე ქართველმა ძიუდოისტმა მომგებიანი გდება გააკეთა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.