
როგორი იქნება მსოფლიო და რა ელის ადამიანთა მოდგმას 150 წლის შემდეგ?!
- 2015-07-30 19:29:21
- 7593 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

სამეცნიერო ფანტასტიური ფილმები შესაძლოა რეალობად იქცეს....
მედიცინის და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ადამიანის სიცოცხლის
ხანგრძლივობაც ყოველ ათ წელიწადში ერთხელ მატულობს...როგორც სამეცნიერო
ფანტასტიურ ფილმებშია ნაჩვენები, შესაძლებელია მომავალი თაობის ადამიანებს, (რომლებიც მოესწრებიან 2150 წელს ან 2200 წელს) მოუწიოთ ცათამბჯენებზე ცხოვრება, მფრინავი ამვტომობილებით მგზავრობა და შეეძლოთ შვილთა შვილიშვილების ნახვა (ეს იმას ნიშნავს რომ, ადამიანების სიცოცხლის
ხანგრძლივობა საშუალოდ 110 წელი იქნება).
მეცნიერებმა განიხილეს, თუ როგორი იქნება მსოფლიო 2163 წელს!
მედიცინის განვითარებასთან ერთად როგორც სტატიის დასაწყისში ავღნიშნეთ,
დედამიწაზე სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 110 წელი იქნება, მაგრამ
უფრო მეტიც შესაძლებელია. სანამ ადამიანები დაიბადებიან, მათ გენებიდან
ამოიღებენ მიკრობაქტერიულ დაავდებებს, რაც ადამიანის სიცოცხლის
ხანგრძლივობას გააორმაგებს.
ერთი საუკუნის შემდეგ ადამიანები არ დაავადდებიან მომაკვდინებელი დაავადებებით,
როგორებიცაა: კიბო და ალცჰეიმერი.
განახლებული ღეროვანი უჯრედების თერაპიით, ადამიანებს შეეძლებათ
თავიდან ბოლომდე განახლება. განახლებაში ნაგულისხმევია ხელის ან ფეხის
დაკარგვის შემთხვევაში მათი აღდგენა.
მომავალი თაობის ადამიანების სისხლძარღვებში გამოყენებული იქნება
ნანო-აპარატები, რომლებიც იდენტიფიცირებას მოახდენენ არსებულ დაავადებებზე.
უჯრედების და ქსოვილების დარღვევებსაც გამოასწორებენ!
რობოტების ტექნოლგიები განვითარების მწვერვალს მიაღწევს, მაგრამ თუ რობოტები
ასე განვითარდებიან რა ეშველება ადამიანთა მოდგმას, რომლებიც საშუალოდ 110
წელს იცხოვრებენ! როგორ უნდა ირჩინონ თავი როდესაც მათ გასაკეთებელს
რობოტები გააკეთებენ? მათ სამსახურს რობოტები შეასრულებენ.
წაიკითხეთ სრულად