10 რამ, რაც აუცილებლად უნდა გააკეთო სანამ პაემანზე წახვალ

ეს ჩამონათვალი, ალბათ, ყველა ქალისთვის ნაცნობია, მაგრამ უფრო თვალსაჩინო რომ გახდეს, როგორ ემზადება ის და რამდენი რამ აქვს მოსასწრები პაემნამდე, ჩამოვწერეთ იმ საქმეების სია, რომელიც ქალმა მამაკაცთან შეხვედრამდე უნდა გააკეთოს.

1. მიიღოს შხაპი.

2. გაიპარსოს ფეხები და სხვა ყველაფერი, ამოიქნას წარბები (ერთი სიტყვით, მოიშოროს ზედმეტი თმა).

3. დაიბანოს თავი და დაიყენოს თმა.

4. გაიკეთოს სახის ნიღაბი და გაიჩეროს 20-30 წუთი.

5. გაიკეთოს მაკიაჟი.

6. გაიკეთოს მანიკიური. ლაქის ფერი კაბისა და პომადის ფერს უნდა უხდებოდეს.

7. მოიფიქროს, რას ჩაიცვამს. განსაკუთრებით უნდა შეირჩეს საცვლები და ღმერთმა არ ქნას, რომ ზედა და ქვედა სხვადასხვანაირი იყოს. ჩანთა, ხელთათმანი, ფეხსაცმელი - ყველაფერი ეს სიტუაციას, ფერს, სტილს, განწყობასა და ამინდს უნდა შეეფერებოდეს... ძნელია, გვესმის!!! მაგრამ საჭიროა!

8. შეურჩიოს სამოსს ბიჟუტერია.

9. მზად  იყავით  ყველაფრისთვის.

10. არ  დაგავიწყდეთ  თავდაცვის  საშუალების  ჩაგდება  ხელჩანთაში.