2015 წლის აგვისტოს თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

ვერძებისთვის 2015 წლის აგვისტო საკმაოდ წარმატებული თვე გამოდგება, განსაკუთრებით ოჯახური ცხოვრების თვალსაზრისით. პროფესიულ ასპარეზზე კი ჯერჯერობით გლობალური ცვლილებები არ არის მოსალოდნელი, გახსოვდეთ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. აგვისტოს პირველ და მეორე დეკადებში საქმიან სფეროში სრული სიმშვიდეა, გამოუსწორებელ ვორქაჰოლიკებსაც კი შეუძლიათ ზაფხულით დატკბნენ და ყველანაირი სადარდელი დაივიწყონ. თუმცა თუ დასვენების სურვილი ან შესაძლებლობა არ გაქვთ, საზღვარგარეთელ პარტნიორებთან ურთიერთობის დალაგებას შეგიძლიათ ხელი მიჰყოთ. ასე ახალ შთაბეჭდილებებსაც მიიღებთ და იმავდროულად სამომავლოდ მეტად გამოსადეგ საკითხებსაც გადაჭრით. აგვისტო ძალიან ხელსაყრელი თვეა შემოქმედებითი ადამიანებისთვის. ამ პერიოდში მათ გონებაში დაბადებული იდეების განხორციელება აუცილებლად ღირს. კარგად ჩაივლის დაგეგმილი ტურნეები და თქვენს შემოქმედებასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებებიც. თუმცა ნუ ეცდებით მომენტალურად გააბედნიეროთ სამყარო – ეცადეთ ჩანაფიქრი ჯერ თავად მიიყვანოთ სრულყოფილებამდე და მერე გაანდოთ სხვებს. თვის მესამე დეკადა ძალიან ნაყოფიერი პერიოდია, ამ დროს ისევ უნდა დაუბრუნდეთ სამუშაო რიტმს ან დაფიქრდეთ მაინც, რას მოახმაროთ თქვენი უხვი ენერგია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები მაინც სექტემბერში გელით. ვერძის ფინანსური მდგომარეობაზე ვერ ვიტყვით, რომ აგვისტოში სტაბილური იქნება. დასვენებასთან და გართობასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი ხარჯი გაქვთ და შედეგად თქვენი საფულე თვის მიწურულს შეიძლება საგრძნობლად შეთხელდეს. საჭიროების შემთხვევაში ახლობლებისა და მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ.

აგვისტო ვერძის ცხოვრებაში ძალიან ფერადი და რომანტიკული თვე იქნება. მოსალოდნელია ყოფილ შეყვარებულთან და ძველ მეგობრებთან ურთიერთობის აღდგენა. ახალი კონტაქტები კი, მართალია უხვად გექნებათ, მაგრამ მათთან ხანგრძლივი ურთიერთობები არ გამოვა. მშობლებს შვილებთან მეტი დროის გატარების საშუალება მიეცემათ, ისინი კი, თავის მხრივ, დამჯერეები და წარმატებულები იქნებიან. შეყვარებულ ვერძებს მეორე თაფლობის თვე ექნებათ, ისინი შენიშნავენ, რომ ურთიერთობა ნდობისა და გაგების ახალ დონეზე გადავიდა. ვერძის ჯანმრთელობას ამ თვეში არაფერი ემუქრება. ასევე, შესანიშნავი დროა იმიჯის შესაცვლელად – ექსპერიმენტებისა და ცვლილებების ნუ შეგეშინდებათ.

კურო

კუროსთვის 2015 წლის აგვისტოს მთავარი ფასეულობა ოჯახი და ახლობლებია. სწორედ ისინი უზრუნველგყოფენ ძლიერი ზურგითა და მხარდაჭერით და მათთან ერთად მთების დაძვრასაც იოლად შეძლებთ. მთელი აგვისტოს განმავლობაში ბიზნესმენი და უბრალოდ ვორქაჰოლიკი კუროები უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებით იქნებიან დაკავებულნი. ახლა დასრულდება რთული ოპერაცია, რომელსაც ბევრი დრო და ენერგია მიახარჯეთ. მოემზადეთ ახალი სამრეწველო შენობის ან ახალი ოფისის გასახსნელად – შესაძლოა ეს სხვა ქალაქში ან ქვეყანაშიც კი მოახერხოთ. ამ ყველაფრის ფონზე, ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობას იდეალურს ვერ ვუწოდებთ. მოსალოდნელია კამათები სხვადასხვა საკითხებზე და სიტუაცია მხოლოდ სექტემბრისთვის დარეგულირდება. კარგი ამბები ელით კუროებს, რომლებიც საკუთარი ბიზნესის გახსნას გეგმავენ, ასევე მათ, ვინც ოჯახურ საქმიანობაშია ჩართული. დაქირავებულ კუროებს შეუძლიათ მშვიდად აიღონ შვებულება და დაისვენონ – სამსახურში ჯერჯერობით უთქვენოდაც მოახერხებენ რაიმეს. კუროს ფინანსური ჰოროსკოპი აგვისტოში სტაბილურობით გამოირჩევა. მშობლები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში მატერიალურად დაგეხმარონ. ამ ნიშნის ზოგიერთმა წარმომადგენელმა შესაძლოა მემკვიდრეობაც მიიღოს. მოგებაა მოსალოდნელი უძრავ ქონებასთან დაკავშირებული წარმატებული გარიგებებიდან.

უმეტეს შემთხვევებში, კუროს ირგვლივ განვითარებული მთავარი და მნიშვნელოვანი მოვლენების ასპარეზი ოჯახური წრე იქნება. კარგი დროა საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად. თანაც შეგიძლიათ აირჩიოთ არათუ სხვა ქალაქი, არამედ სხვა ქვეყანაც კი. სახლიდან მოშორებით უძრავი ქონების შეძენა წარმატებული ინვესტიცია აღმოჩნდება. შეყვარებული კუროები საბედისწერო გადაწყვეტილებას მიიღებენ. ბევრი წყვილი ერთად ცხოვრებას გადაწყვეტს და შესაძლოა, შვილებზეც კი დაფიქრდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის აგვისტო მთლიანობაში პოზიტიური თვეა, უსიამოვნებები ელით სტაჟიან ოჯახებს. გაუგებრობები ძირითადად ყოველდღიურ, საყოფაცხოვრებო საკითხებს დაეფუძნება. ეცადეთ ახლობელ ადამიანებთან მოთმინება გამოიჩინოთ და ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი გონების ხმას მოუსმინოთ. მშვიდობის შენარჩუნებაში სიბრძნე და დიდი სიყვარული თუ დაგეხმარებათ. კუროებს შვილები გაახარებენ, როგორც ქცევით, ისე წარმატებებით. აგვისტოში თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი მაღალი არ არის, თუმცა დიდ პრობლემებს მაინც არ უნდა ელოდოთ. მოერიდეთ გადაღლასა და სტრესს.

ტყუპები

2015 წლის აგვისტოში ტყუპების ჰოროსკოპი მთლიანობაში პოზიტიურია. სიმტკიცისა და გაბედულების გამოჩენის შემთხვევაში, ყველა ამოცანის უმაღლეს დონეზე მოგვარებას შეძლებთ. თუ თქვენს პროფესიულ გეგმებში აგვისტოში საზღვარგარეთ ან სხვა ქალაქში გამგზავრებაა, ემზადეთ დიდი წარმატებისთვის. თქვენს კომპეტენტურობასა და საიმედოობაში პარტნიორებს იოლად დაარწმუნებთ. სწორედ ამიტომ, რამდენიმე თვეში ძალიან პერსპექტიული წინადადების მიღებაა მოსალოდნელი. აგვისტოში გარკვეული საკითხების მოგვარებისას მცირედი დაყოვნება მოხდება, რაც ადრე დაუსრულებელი საქმეებით იქნება გამოწვეული. თუმცა ამას იოლად გადაიტანთ, რადგან საბოლოოდ მაინც ყველაფერი დალაგდება. კარგი დროა, რომ ახალი სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებით საცხოვრებელი ადგილიც გამოიცვალოთ. თვის ბოლოსკენ ტყუპებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეები ელით. ამ ჩანაფიქრის რეალიზება წლის ბოლოს და 2016 წლის დასაწყისისთვის არის მოსალოდნელი. ფინანსების თვალსაზრისით აგვისტო ტყუპებისთვის საკმაოდ ნეიტრალურია. მსხვილი მოგება არ გელით, თუმცა არც დანაკარგები და დიდი ხარჯები გექნებათ.

ტყუპების პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებების დრო დგება. ეს ცვლილებები საზღვარგარეთ წასვლას ან სხვა ქალაქში გადასვლას შეეხება – სამსახურეობრივი ან პირადი მიზეზებით. აგვისტო ხელსაყრელი თვეა შეყვარებული ტყუპებისთვის, რომელთა ურთიერთობაშიც ახალი პერიოდი იწყება. ამ ნიშანს იუპიტერი მართავს, რომელიც ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას უწყობს ხელს. საუბარი შეიძლება იყოს ერთად ცხოვრების დაწყებაზე, ქორწინებასა ან შვილის გაჩენაზე. მეგობრული ოჯახური წყვილები სამომავლო გეგმებს აწყობენ, ახალ სახლზე ფიქრობენ. ეს ჯერჯერობით მხოლოდ გეგმებია, მაგრამ ისინი უახლოეს თვეებში აუცილებლად იქცევა სინამდვილედ. აქტიურდება ურთიერთობები ნათესავებთან. შეიძლება შეხვდეთ სხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში მცხოვრებ ახლობელ ადამიანებს. ამ თვეში თქვენი ჯანმრთელობა სრულყოფილი იქნება. თქვენ ძალიან ენერგიული და მომხიბლავი იქნებით.

კირჩხიბი

კირჩხიბისთვის 2015 წლის აგვისტო იდეალური თვეა, თუ ამ ნიშნის წარმომადგენელი სხვადასხვა მიმართულების კრიტიკული ხასიათის ამოცანების გადაჭრას გადაწყვეტს. შედეგი ნებისმიერ აქტიურობას მოყვება, ამიტომაც გაბედულად იმოქმედეთ. იმ დროს, როცა სხვები ისვენებენ, კირჩხიბი მუხლჩაუხრელად მუშაობს და უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან შედეგიანად. ამ პერიოდში მოახერხებთ შემოსავლის დამატებითი წყაროს მონახვას ან მეტად მომგებიან პროექტში ჩაერთვებით. შესაძლოა მიიღოთ საქმიანი ხასიათის წინადადებები, რომლებიც საინტერესო სამომავლო პერსპექტივებს გიქადით. მართალია, თქვენი ყველა საქმე გულდასმით დამუშავებასა და დამატებით ანალიზს მოითხოვს. თვის ბოლოს მოსალოდნელია საზღვარგარეთ ან სხვა ქალაქში მცხოვრები პარტნიორების გააქტიურება. ეს სამომავლოდ ძალიან კარგ შედეგს მოგიტანთ, ამიტომ ახალი ნაცნობების შეძენაზე უარს ნურასდროს იტყვით. ყურადღებით მოეკიდეთ თითოეულ წინადადებას. კირჩხიბის ფინანსური მდგომარეობა აგვისტოში არა მხოლოდ სტაბილური, არამედ წარმატებულიც იქნება. ეს არის კირჩხიბისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდი მთელი 2015 წლის განმავლობაში. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს უამრავი დამატებითი შემოსავალი, მოგება და მომგებიანი გარიგებები ექნებათ.

რამდენადაც წარმატებული თვეა აგვისტო კირჩხიბებისთვის კარიერული და ფინანსური თვალსაზრისით, იმდენად წარუმატებელი იქნება მათი პირადი ცხოვრებისთვის. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შეიძლება მკვეთრად გაუარესდეს. ურთიერთგაგების მიღწევის გზაზე საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს წააწყდებით, რომელთა გადაჭრასაც სავარაუდოდ ვერ მოახერხებთ. სწორედ ამიტომ შესაძლოა ერთმანეთს დაშორდეთ კიდეც, ამას კი უმტკივნეულოდ გადაიტანთ, რადგან შორდებით ადამიანს, რომელთანაც საერთო ინტერესები უკვე დიდი ხანია აღარ გაქვთ. კირჩხიბ მშობლებს შვილებთან პრობლემები შეიძლება შეექმნათ. გამორიცხული არ არის, თქვენი ბავშვების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის საკმაოდ მსხვილი თანხები დაგჭირდეთ. აგვისტო ხელსაყრელი თვეა ნათესავებთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლადაც. ზოგიერთი მათგანი ძალიან წარმატებულია, რაც მეტად გახარებთ. მთელი თვის განმავლობაში კირჩხიბები თავს შესანიშნავად იგრძნობენ. ისინი სავსე იქნებიან ენერგიით და თუ დასჭირდათ, მთებს გადაატრიალებენ. აგვისტო კარგი თვეა სპორტისთვის, ამიტომაც დროა ცხოვრების ჯანსაღ წესს დაუბრუნდეთ.

ლომი

ლომებს წინ ყველაზე შესანიშნავი პერიოდი ელით. ამ თვეში თქვენი ენერგია, ოპტიმიზმი და გონებამახვილობა ნებისმიერი სირთულის გადალახვაში დაგეხმარებათ. შეიძლება ისიც ითქვას, რომ თქვენს წარმატებაში საკვანძო როლს სწორედ დაბრკოლებები ითამაშებს. პრობლემების გარეშე მოგწყინდებათ კიდეც, ამიტომაც დატკბით მომენტით და გააკეთეთ ყველაფერი, რათა სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვიდეთ. თუ ბიზნესთან გაქვთ კავშირი, ჩათვალეთ, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დრო დგება. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთა წინაშე უამრავი უნიკალური შესაძლებლობა იხსნება, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოიყენონ. თამამად მოკიდეთ ხელი პროექტების განხორციელებას და ეცადეთ დრო უშედეგო დისკუსიებში არ დახარჯოთ. კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია კავშირები სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში მცხოვრებ კოლეგებთან. ახალ საქმეებს საზღვარგარეთული მივლინებები დასჭირდება, რომელთა დროსაც უამრავი სასარგებლო შეხვედრა გექნებათ. პარტნიორებთან ურთიერთობა ამ პერიოდში თქვენი შთაგონებაა. 2015 წლის აგვისტოს ჰოროსკოპი ლომებს რიგ სირთულეებსაც ჰპირდება. კერძოდ, შესაძლოა უძრავ ქონებასთან ან მასთან დაკავშირებული გარიგებების თემაზე პრობლემები შეიქმნას. მათი მოგვარება თვის ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისშია მოსალოდნელი, ამიტომ ნუ ინერვიულებთ. ამ პერიოდში ლომებს იუპიტერი მფარველობს, რომელიც ფულად საქმეებშიც წარმატებას უქადის. ეს სიტუაცია შენარჩუნდება მომდევნო, 2016 წლის აგვისტომდე, ამიტომაც შეგიძლიათ ფინანსური სიტუაციის გაუმჯობესების იმედი გქონდეთ. ამ თვიდან მოყოლებული ახალ ფინანსურ დონეზე ამაღლდებით. 6, 7, 15, 16, 25 და 26 აგვისტოს მსხვილი თანხების მოლოდინი შეიძლება გქონდეთ.

2015 წლის აგვისტო ასევე შესანიშნავი დროა თქვენი პირადი ცხოვრების მოსაწესრიგებლად. ის იშვიათი პერიოდი დგება, როცა ლომს საქმიან ასპარეზზეც უმართლებს და პირად ცხოვრებაშიც. ამ ნიშნის წარმომადგენლები მშობლებთან უთანხმოებისა და მათი ზეწოლის გადალახვას შეძლებენ. განსაკუთრებულად გაუმართლებთ შეყვარებულ წყვილებს, რადგან ისინი ქორწინების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას მოახერხებენ და ეს მათთვის კარგი გაგებით საბედისწერო აღმოჩნდება. ისედაც უთანხმოებაში მყოფ მეუღლეებს შორის უძრავი ქონების გაყოფის საკითხი დადგება. სტაბილურ წყვილებსაც კი უსიამოვნებები ელით, რაც მშობლებთან ან ოჯახის ხანშიშესულ წევრებთან იქნება დაკავშირებული. ბავშვებს ყველაფერი კარგად აქვთ და ეს ძალიან გახარებთ. ლომებს აგვისტოში მიეცემათ შესანიშნავი შესაძლებლობა პირად ცხოვრებასა და ბიზნესში მიმდინარე მოვლენებზე ერთდროულად მოახდინონ პოზიტიური ზეგავლენა. ისარგებლეთ ამ შანსით. ლომის ენერგეტიკული პოტენციალი ამ თვეში ძალიან მაღალია, ამიტომაც ჯანმრთელობაზე საჩივლელი არაფერი გექნებათ. თვის განმავლობაში თქვენ მხარს გიჭერთ ვენერა, იუპიტერი, მარსი და მზე. პლანეტების ეს შეხამება საკმაოდ იშვიათად გვხვდება, ამიტომაც ასტროლოგები გირჩევენ, ამ ხანებში დაგროვილი ენერგია მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური მიზნებისთვის ხარჯოთ.

ქალწული

აგვისტოში მთელი მოვლენები ქალწულის აქტიური მონაწილეობის გარეშე ჩაივლის, რაც არც ისე ხშირად ხდება. აუცილებლად მოუსმინეთ გარშემომყოფთა რჩევებს, მაგრამ ჯერჯერობით ჩრდილში დარჩით, საიდანაც მიმდინარე მოვლენების შეფასებგა და გაგება უფრო გაგიიოლდებათ. ეს თვე ქალწულისთვის გარდამავალი ეტაპი შეიძლება იყოს, რადგან სწორედ ახლა წარმატების პლანეტა – იუპიტერი ქალწულის ნიშანში გადმოდის და მომავალი, 2016 წლის აგვისტომდე რჩება. შესაბამისად, ეს ბევრ საქმეში წარმატებას გიქადით. ამ პერიოდში უპრობლემოდ მიაღწევთ დასახულ მიზნებს და განახორციელებთ ყველა ჩანაფიქრს. თვის პირველ ნახევარში ქალწულმა ბოლომდე უნდა მიიყვანოს ყველა წამოწყებული საქმე. მოიშორეთ ყველაფერი, რაც ხელს გიშლით და საქმეები მოაწესრიგეთ. აგვისტოს მეორე ნახევარში დადგება დრო, როცა უნდა აკეთოთ სწორედ ის, რისკენაც დიდი ხანია მიისწრაფვოდით. აგვისტოს დასაწყისში შესაძლოა სხვა ქალაქებში ან ქვეყნებში მომუშავე კოლეგებთან მცირედი უთანხმოება შეგექმნათ. ეს ადამიანები თქვენ მიმართ საკმაოდ მკაცრ პოზიციას დაიკავებენ. როგორც უნდა დალაგდეს ახლა გარემოებები, მომავალში აუცილებლად მოახერხებთ კომპრომისამდე მისვლას და დღევანდელი გადასახედიდან ურთულესი პრობლემების მოგვარებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გასაკეთებელია! 2015 წლის აგვისტო ხელსაყრელი თვეა სპონსორის საპოვნელად ან სასურველი კრედიტის კარგი პირობით ასაღებად. იქნება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომგებიანი საქმეებიც. მემკვიდრეობის მიღების ალბათობაც მაღალია. ერთი სიტყვით, უფულოდ ნამდვილად არ იქნებით.

ქალწულს ოჯახშიც ყველაფერი რიგზე აქვს. საყვარელი ადამიანისგან და ახლობლებისგან მხარდაჭერა არ მოაკლდება. ბავშვებთან კეთილი, ნდობით აღსავსე ურთიერთობა გექნებათ. დიდი ხნის განმავლობაში პირველად ქალწულს შეუძლია მშვიდად იყოს – თქვენს ოჯახურ კერაში ყველაფერი ისეა, როგორც გინდოდათ და ეს სიტუაცია კიდევ დიდხანს გასტანს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ ნათესავთან ურთიერთობა შეიძლება გართულდეს და თვის მესამე დეკადაში მეტად უსიამოვნო საუბარიც გელით. აგვისტოს ჰოროსკოპის მიხედვით, ყველა უთანხმოება მოგვარებადია და შესაბამისად, ნერვიულობა არ ღირს. ეცადეთ გაიგოთ, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვანაირია და ცხოვრებაზე განსხვავებული შეხედულებები აქვს. შესაძლოა თქვენს ერთ-ერთ ახლობელს ახლა რთული პერიოდი დაეწყოს და დახმარება დაჭირდეს. შეყვარებული წყვილების ცხოვრებაში განსაკუთრებული არაფერი ხდება. თუმცა ის, რომ პრობლემები არ გელით, უკვე სასიხარულოა. ქალწულების დიდი ნაწილი აგვისტოში აგარაკის ან სახლის კეთილმოწყობის სამუშაოებს დაასრულებს. შეიძლება ოჯახური ბიზნესის გახსნის შესაძლებლობაც მოგეცეთ. აგვისტოში ქალწულის ენერგეტიკული პოტენციალი მაინცდამაინც მაღალი არ არის, შესაბამისად ეცადეთ ჯანმრთელობას გაუფრთხილდეთ. დაიცავით ზომიერება და ფრთხილად იყავით საჭესთან, რადგან ტრავმატიზმის ალბათობა 2015 წლის აგვისტოში მაღალია.

სასწორი

2015 წლის აგვისტო შესანიშნავი თვეა ყველაზე თამამი გეგმებისა და სურვილების რეალიზებისთვის. სასწორებს წინ ბევრი მოულოდნელობა ელით, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ყველა სასიამოვნო იქნება. ამ თვეში სასწორებს მეგობრებისა და საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის მქონე პირებისგან დიდი ფინანსური დახმარების იმედი შეიძლება ჰქონდეთ. სწორედ ამ უკანასკნელთა ჩარევა განაპირობებს სასწორებისთვის მართლაც ახალი – უფრო წარმატებული და ნაყოფიერი ცხოვრებისეული ეტაპის დაწყებას. ბიზნესმენები თავიანთი საქმის გაფართოებაზე უნდა დაფიქრდნენ და პირველი ნაბიჯები უკვე აგვისტოს ბოლოსთვის გადადგან. დაქირავებული სასწორები მიხვდებიან, რომ უკვე ბევრი რამ გააკეთეს და შესაძლოა, დადგა კიდეც დრო, უკან მიიხედონ და მიღწეულ საზღვრებში დამკვიდრდნენ. სასწორის ფინანსური მდგომარეობა მაინცდამაინც კარგი არ იქნება. მართალია, საქმეები წინ მიდის, მაგრამ თავისუფალ ფულად სახსრებთან პრობლემები შეიძლება შეგექმნათ. კერძოდ, მოსალოდნელია დიდი ხარჯები, რაც მეგობრებთან და თქვენს ხელგაშლილი ცხოვრების წესთან იქნება დაკავშირებული. ფრთხილად იყავით მაღაზიებში სიარულისას, რადგან ბევრი ძვირი და არასაჭირო ნივთი შეიძლება შემოგეყიდოთ და საბოლოოდ ვალები დაგიგროვდეთ.

აგვისტოს საქმისადმი მკვეთრად გამოხატული მიმართულება ახასიათებს, ამიტომაც რომანტიკა შესაძლოა გვერდით დაგრჩეთ – უბრალოდ დროს ვერ იპოვით პირადი ცხოვრების სიამოვნებებისთვის. თუმცა ნუ დამწუხრდებით, თვის განმავლობაში მაინც მოგეცემათ დროის საინტერესოდ და მხიარულად გატარების საშუალება, ძველ მეგობრებთან შეხვედრისა თუ საყვარელი ადამიანისთვის ყურადღების მისაქცევად. მოსალოდნელია ახალი ნაცნობის შეძენა, რომელთან ურთიერთობა შეიძლება რომანშიც გადაიზარდოს. ეს მარტოხელა სასწორისთვის ძალიან სასიხარულო მომენტი იქნება. ასევე შეიძლება გქონდეთ საკურორტო რომანიც, რომელიც ალბათ არ გაგრძელდება, თუმცა დარწმუნებული იყავით, ეს ურთიერთობა დიდხანს დაგამახსოვრდებათ. აგვისტოს მიწურულს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ გარიგებებზე დაიწყებთ ფიქრსა და მოქმედებას და ისინი წლის ბოლოს ან 2016 წლის დასაწყისში განხორციელდება. ჯანმრთელობის თვალსაზრისით, აგვისტო სასწორებისთვის ძალიან კარგი თვეა.

მორიელი

12 წელიწადში ერთხელ პლანეტები ისე განთავსდება ერთმანეთთან, რომ ყველა ჩანაფიქრი რეალობად იქცეს. ზოდიაქოს ყოველ ნიშანს აქვს ასეთი პერიოდი. ეს დრო მორიელებისთვის უკვე აგვისტოში დადგება და დროა იფიქროთ, როგორ გამოიყენოთ. გაქვთ სრული ხუთი კვირა, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ და თან ამისთვის არც ისე დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. 2015 წლის აგვისტოში მორიელის ჰოროსკოპი გამორჩეულად წარმატებულია. სწორედ ახლა მოცემული ზოდიაქური თანავარსკვლავედი მასშტაბური, გრძელვადიანი პროექტებისა და საქმეების განხორციელების საშუალებას გაძლევთ. რიგ მომგებიან წინადადებებს მიიღებენ მორიელის ნიშნით დაბადებული ბიზნესმენები, დაქირავებულები კი კარიერულ კიბეზე მაღლა აიწევენ. გარდა ამისა, შეიძლება ფინანსური თვალსაზრისით ბევრად უკეთესი ახალი სამსახურიც დაიწყოთ. ძველ სამსახურში დარჩენილი მორიელები კი ყველას გააოცებენ თავიანთი ამოუწურავი ენერგიით, აქტიურობითა და გონებამახვილობით. ხელმძღვანელობა და გუნდი შთაბეჭდილების ქვეშ იქნება, თქვენი ავტორიტეტი კი აიწევს. აგვისტოს მეორე ნახევარში მორიელის გარემოცვა გამდიდრდება ახალი მეგობრებითა და პარტნიორებით, რომელთა ნაწილიც მაღალ სოციალურ საფეხურზე იმყოფება და თქვენთვის პერსპექტიული წინადადებებიც ექნებათ ახლო მომავლისთვის. აუცილებლად იფიქრეთ ამაზე, თუმცა მომავალი თანამშრომლობის ფინანსურ ნაწილს განსაკუთრებული სიფრთხილით მიუდექით. აგვისტო მორიელებისთვის ფინანსური თვალსაზრისითაც შესანიშნავი თვე იქნება. ბიზნესში წარმატების მიღწევის კვალდაკვალ თქვენს ანგარიშზე ფულის ოდენობაც იმატებს. შემოსავლებს ძირითადად 4, 5, 13, 14, 23 და 24 აგვისტოს ელოდეთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ შვილების ან ახლობელი ადამიანების საჭიროებებისთვის საკმაოდ დიდი თანხების დახარჯვა მოგიწევთ, მაგრამ ეს თქვენს ბიუჯეტზე პრაქტიკულად არ იმოქმედებს.

აგვისტოში მრავალი პროფესიული წარმატება გელით და სავარაუდოდ, პირადი ცხოვრებისთვის დრო საერთოდ არ დაგრჩებათ. ეს თქვენს განწყობას ოდნავ ჩრდილს მიაყენებს. თუმცა მარტოხელა და სიყვარულში იმედგაცრუებულ მორიელებს სამსახურეობრივი რომანის გაჩაღების შანსი მიეცემათ, შესაძლოა ხელმძღვანელთანაც კი, რაც კარიერული ზრდისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა. თვის მესამე დეკადაში შვილებთან დაკავშირებული პრობლემებია მოსალოდნელი. უფროს შვილებთან ურთიერთობაში ერთგვარ გაუცხოებას და წყენებსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს. პატარები კი ავად შეიძლება გახდნენ. აგვისტოში მორიელის ჯანმრთელობა კარგ მდგომარეობაშია. ხალისიანი, მხიარული, ჯანსაღი, ენერგიული და მომხიბლავი იქნებით. თქვენს განწყობაზე ზეგავლენას დამღლელი სამუშაოც კი ვერ მოახდენს.

მშვილდოსანი

აგვისტოში მშვილდოსნებს მრავალი სხვადასხვა იდეა და გადაწყვეტილება ეწვევათ. მათი შინაარსი საკმაოდ პრაქტიკული იქნება, რაც მომავალში ფაქტობრივად დამტკიცდება. ბიზნეს საქმიანობის თვალსაზრისით ეს თვე საკმაოდ უჩვეულო იქნება და მშვილდოსნების წინაშე მრავალი ახალი პერსპექტივა და შესაძლებლობა გამოჩნდება, კერძოდ სხვა ქალაქებსა თუ ქვეყნებში მცხოვრებ კოლეგებთან დაკავშირებით. თქვენს დღის წესრიგში მთელი აგვისტოს განმავლობაში მოგზაურობა და სხვადასხვა აქტიური საქმეები იქნება. ყველაფერი, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით, ახდება. შესანიშნავი პერიოდია ახალ სამსახურში გადასვლის ან მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის მქონე პირებთან ურთიერთობის გასაბმელად. ასევე კარგი დროა ახალი კონტრაქტების განსახილველად, რომლებიც დიდ წარმატებას გიქადით. თუმცა დოკუმენტების ხელმოწერა სექტემბრის მეორე და მესამე დეკადისთვის უნდა გადადოთ, აგვისტო კი გეგმების დასაწყობად გამოიყენოთ. ახლა თქვენს ცხოვრებაში ახალი სასიცოცხლო ციკლი იწყება, რომელიც 12 წელიწადს გასტანს და ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება. 2015 წლის აგვისტოში მშვილდოსნებს ინტრიგებისა და მტრების შემოტევების გაძლებაც მოუწევთ. პრობლემებს საკმაოდ მალე მოაგვარებთ – ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. მშვილდოსნის ფინანსური პოზიციები საკმაოდ სტაბილურია და გაუმჯობესების ტენდენციაც ახასიათებს. ეს ცხადი გახდება აგვისტოს ბოლოსკენ, როცა თქვენ სოლიდური მოგების მიღების იმედი შეიძლება გქონდეთ. ეს პოზიტიური ტენდენცია საკმაოდ დიდხანს გასტანს.

პროფესიული და ფინანსური წარმატებების გარდა, რომანტიკული ურთიერთობებიც კარგად განვითარდება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ახალ დონეზე გადავა – ერთ მშვენიერ დღეს შეამჩნევთ, რომ თქვენ შორის უკვე დიდი ურთიერთგაგება და ნდობაა დამყარებული. შესაძლოა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ ან სულაც ქვეყნიდან წახვიდეთ. ვინც ამას არ გააკეთებს, მოწყენილობა მაინც არ შეაწუხებს, რადგან ბევრ ახალ, საინტერესო ადამიანს შეხვდება. ისინი, ძირითადად, შორიდან ჩამოსულები იქნებიან. თქვენი ბავშვების ცხოვრებაშიც არანაკლებ კარგადაა ყველაფერი, როგორც თქვენთან. აგვისტოში მშვილდოსანი თავს ძალიან ჯანსაღად იგრძნობს და არანაირი, თუნდაც მსუბუქი ავადმყოფობის შიში არ უნდა ჰქონდეს.

თხის რქა

აგვისტოში ვარსკვლავები თხის რქას სთავაზობენ მიზნებსა და მათი მიღწევის საშუალებებს ახალი თვალით შეხედონ. თუ შვილებთან პრობლემები შეგექმნათ, იქნებ ყურადღება პირველ რიგში საკუთარი თავისა და ქცევისთვის მიგექციათ. აგვისტო კარგი თვეა პირადი და სახლის საკითხების მოსაგვარებლად შვებულების აღებისთვის. თუ ამას ვერ ახერხებთ, თვის პირველი და მეორე დეკადები ოფისში, საქმეებსა და საკუთარ აზრებში წესრიგის დამყარებას მაინც დაუთმეთ. ამ პერიოდში ახალი გეგმებიც შეგიძლიათ დაისახოთ. თუ საუბარი ბიზნესმენ თხის რქებს ეხება, მათ საქმის გაფართოებაზე ფიქრი უნდა დაიწყონ. განსაკუთრებით წარმატებული იქნება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები და ისინი წარსულში წარმატებულად შესრულებულ უამრავ სამუშაოს გვირგვინივით დაამშვენებს. აგვისტოში მეტად მნიშნელოვანი და რთული ეტაპის დასრულება/გადალახვაა მოსალოდნელი. წინ ახალი, უფრო ხალისიანი და ნათელი ცხოვრება გელით, ვიდრე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გქონდათ. აგვისტოს ბოლოს კი დარწმუნდებით, რომ საქმეები ძალიან კარგად მიდის, თუმცა თვის დასაწყისში ჯერ კიდევ პრობლემებში იყავით. კერძოდ, შეიძლება ძველ მეგობრებთან ან მაღალჩინოსნებთან ურთიერთობა დაგეძაბოთ. ისინი თქვენდამი ფინანსურ და მორალურ პრეტენზიებს გამოთქვამენ, რომლებიც, უნდა ითქვას, რომ არც ისე დაუსაბუთებელი იქნება და ყველაფერთან გამკლავება მოგიწევთ. აგვისტოში თხის რქის ფინანსური მდგომარეობა მაინცდამაინც სტაბილური არ იქნება. თუმცა მშობლების ან ოჯახის სხვა წევრებისგან სერიოზული დახმარების მიღებაა მოსალოდნელი. შესაძლოა უძრავი ქონების გარიგებიდან მცირედი მოგებაც დაგრჩეთ.

ოჯახურ ცხოვრებაში ყველაფერი დაგეგმილი გზით განვითარდება. სახლის კეთილმოწყობას, ბოლოს და ბოლოს, დაასრულებთ. ბევრი თხის რქა ამ პერიოდში სხვა სახლში საცხოვრებლად გადასვლაზე დაფიქრდება. შეიძლება სულაც საზღვარგარეთ წასვლაც დაგეგმოთ. არც ისე მეგობრულ წყვილებში მოსალოდნელია საერთო ქონებასთან დაკავშირებული კონფლიქტები. აგვისტო შეყვარებული თხის რქების უმრავლესობისთვის რთული იქნება, ამიტომ თუ ეს ურთიერთობა ძვირფასად მიგაჩნიათ, სიფრთხილე გამოიჩინეთ. განსაკუთრებით ეს ურთიერთობის გარკვევას ეხება – ნუ განიხილავთ თემებს, რომლებშიც საჭოჭმანო მომენტებია. შემოდგომაზე სიტუაცია სრულიად მოულოდნელად შეიძლება განვითარდეს ან ურთიერთობა სულაც დასრულდეს – ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ მიხვდებით, როგორ უნდა განაგრძოთ ცხოვრება მომავალში. აგვისტოში თხის რქის ენერგეტიკული პოტენციალი მაინცდამაინც მაღალი არაა, ამიტომ ჯანმრთელობის გაფრთხილება გმართებთ. დაზოგეთ თავი და ეცადეთ, მეტი დაისვენოთ. სრულფასოვანი ძილი თქვენს ორგანიზმს ენერგიის აღდგენის საშუალებას მისცემს.

მერწყული

მთელი თავისი დიპლომატიურობის მიუხედავად, მერწყული აგვისტოს განმავლობაში ჩვეული სიმშვიდის შენარჩუნებას ვერ შეძლებს, რადგან მუდმივად საკუთარი ინტერესების დაცვის პოზიციაში ყოფნა მოუწევს. გახსოვდეთ, ბიზნესში კონკურენცია მუდამ იქნება. ამ თვეში მერწყულის ირგვლივ ბევრი ხალხია შეკრებილი. მათი ნაწილი კეთილგანწყობილია, ნაწილი კი არც მთლად გწყალობთ. თქვენგან სახიფათო მეჩეჩებისთვის გვერდის მოქნილად ავლის უნარის გამოჩენაა საჭირო, რათა ადამიანების ყურადღება მიიქციოთ და იმავდროულად, ისინი მტრებად არ მოგეკიდონ. ამას მოახერხებთ და სექტემბერს მშვიდად, მაგრამ ძალიან დაღლილი შეეგებებით. სწორედ აგვისტოში მერწყულმა თანამშრომლობის შესახებ ძალიან საინტერესო წინადადება შეიძლება მიიღოს, თუმცა აუცილებელია ამ შემოთავაზების ფინანსური ნაწილის გულდასმით შესწავლა. ეს ამბები აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში მოხდება, უკვე ძალიან მალე. შეიძლება სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში მცხოვრები კოლეგებისგანაც მიიღოთ რაიმე წინადადება. ზოგიერთ პარტნიორთან კი პრობლემები გექნებათ. ზოგ შემთხვევაში ეს საერთო საქმის სამომავლო განვითარებას შეეხება, ზოგში კი ფინანსურ უთანხმოებებს. ცვლილებები დაქირავებულ მერწყულებსაც ელით, თუმცა ისინი ძირითადად პოზიტიური იქნება. მოსალოდნელია კონფლიქტები, რომლებშიც ნეიტრალური პოზიცია უნდა შეინარჩუნოთ და ვინმეს მხარე არ დაიჭიროთ, რადგან ეს უკანასკნელი შესაძლოა დამარცხებული დარჩეს. ფინანსური მდგომარეობა ამ თვეში სტაბილური გექნებათ და არც ახლო მომავალში შეიცვლება. თუმცა მოსალოდნელია წარმატებული მოლაპარაკებები პარტნიორებთან და კრედიტის მომგებიანი პირობებით გაფორმება. თუ ბიზნესთან დაკავშირებული არ ხართ, ფინანსურ მხარდაჭერას ოჯახის წევრები გაგიწევენ.

აგვისტო კარგი თვეა პირადი ცხოვრების მოსაწყობად. განსაკუთრებით აქტუალურია ეს მომენტი პარტნიორებისთვის, რომელთაც დიდი ხანია რომანტიკული ურთიერ