ნაომი კემპბელს 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

დასავლური მედიის ინფორმაციით, 45 წლის ნაომი კემპბელს ფოტოგრაფზე თავდასხმისთვის იტალიის სასამართლომ 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ინციდენტი 2009 წელს მოხდა. იტალიელი პაპარაცი გაეტანო დი ჯოვანუ „პანტერას“ დაფიქსირებას მის ბოიფრენდთან ერთად ცდილობდა. გაბრაზებული კემპელი ფოტოგრაფს თავს დაესხა, ხელჩანთით სახე დაუკაწრა და თვალის არეში სერიოზული დაზიანება მიაყენა.