9 რჩევა, რომელიც ფრჩხილების სილამაზისა და ჯანმრთელობის საწინდარია (9 ფოტო)

ფრჩხილების ჯანმრთელობა და კარგ მდგომარეობაში ყოფნა, სილამაზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. გთავაზობთ საუკეთესო რჩვებს, ფრჩხილების მოვლისათვის.






გქონდეთ ჯანმრთელი ფრჩხილები



ფრჩხილები იცავს თითებს, ასე რომ ისინი ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან საჭიროა. ჩვენი რჩევების მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში, ჯანმრთელი და იდეალური ფრჩხილები გექნებათ.




ფრჩხილები ყოველ დღე, გაისუფთავეთ და გაიშრეთ



ნესტი და ჭუჭყი ხელს უწყობს ფრჩხილებში სოკოსა და ბაქტერიების დაბუდებას.ხელები დიდი ხნის განმავლობაში არ გქონდეთ წყალში, ქიმიურ ნივთიერებებთან შეხებისას, ხელთათმანები ჩაიცვით, კარგად გაიმშრალეთ ან თმის საშრობით გაიშრეთ.





გაუფრთხილდით მათ



ყველაზე გავრცელებული შეცდომაა, როდესაც ადამიანები ფრჩხილებს ქილების ან ბოთლების გასახსნელად იყენებენ. არ ეცადოთ კედელზე ან იატაკზე დაკრული წებოვანი ნივთიერებების ფრჩხილებით აღებას. ეს ყველაფერი მათ აზიანებს.




დაიტენიანეთ ფრჩხილები ყოველ დღე



ფრჩხილებს, ისევე როგორც ჩვენი სხეულის სხვა ნაწილებს, დატენიანება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გამოშრება. აუცილებლად წაისვით ხელის კრემი ფრჩხილებზეც, განსაკუთრებით – ნუნებზე. თუ მყიფე ფრჩხილები გაქვთ, ე.ი. ისინი გამომშრალია.





ხშირად მოიჭერით ისინი



ფრჩხილების ხშირი მოჭრით, ისინი უფრო სწრაფად იზრდება და ბევრად ჯანმრთელი ხდება. არავითარ შემთხვევაში არ მოიჭრათ ნუნები, რადგან ისინი კანსა და ორგანიზმს ბაქტერიებისგან იცავს.





არ იკვნიტოთ ფრჩხილები



ეს ძალიან ცუდი ჩვევაა, რომელსაც არაესთეტურ შედეგამდე მივყავართ, გარდა ამისა, ის აზიანებს ე.წ. „ფრჩხილის საწოლს“ – ფრჩხილების ქვეშ არსებულ კანს. სველი ფრჩხილები უფრო ხშირად ავადდება სოკოთი ან სხვადასხვა დაავადებით. ნერწყვი ფრჩხილების სიძლიერესა და მათი სწორი მიმართულებით გაზრდას ხელს უშლის.




არ გამოიყენოთ ფრჩხილის ლაქი ყოველ დღე



ფრჩხილებს სუნთქვა სჭირდება. კვირაში ერთხელ ან ორჯერ, ისინი ლაქისგან დაასვენეთ.ის ხშირად შეიცავს ჯანმრთელობისთვის საზიანო ქიმიურ ნივთიერებებს.ფერადი ლაქის წასმამდე, ყოველთვის წაისვით უფერო ლაქი.
კარგი იქნება, თუ აცეტონის შემცველ საშუალებას საერთოდ არ გამოიყენებთ, მაგრამ თუ მაინც და მაინც, გამოიყენეთ მხოლოდ კვირაში ერთხელ.





მიირთვით ჯანსაღი საკვები



მიიღეთ პროტეინით მდიდარი საკვები, როგორიცაა: თევზი,
ხორცი, რძის ნაწარმი და მუქი მწვანე პროდუქტები. ამგვარად, ორგანიზმი დიდი რაოდენობით კერატინს გამოიმუშავებს, რაც ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის უმთავრესია.





ყურადღებით დააკვირდით ფრჩხილების ნებისმიერ ცვლილებას



მათი ფერის, სტრუქტურის, ფორმის ცვლილება შესაძლოა, ორგანიზმში არსებულ პრობლემაზე მიუთითებდეს. მაგ: ფრჩხილების მოყვითალო ფერს იწვევს ღვიძლის პრობლემა, მუქ ფერს კი – კანის სიმსივნე.
თუმცა, გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ეს ყოველთვის ასეა. ფრჩხილების ფე
რი შეიძლება მოწევის, არაჯანსაღი საკვების და ხშირი მანიკურის გამოც შეიცვალოს.
დაიმახსოვრეთ: ფრჩხილები წელიწადში 2-3 სანტიმეტრით უნდა გაიზარდოს.
ზამთარში, ატარეთ შალის ხელთათმანები, ზაფხულში კი მზისგან დამცავი საცხი წაისვით.
კვირაში ერთხელ, ფრჩხილები ლიმონით გაიწმინდეთ. ასევე, წაისვით ცხელი ზეითუნის ზეთი ფრჩხილებზე და გაიკეთეთ მასაჟი.




წყარო - aww.ge