27 წლის ლამაზმანი, რომელიც მოტივაციას აძლევს ათასობით გოგონას
- 2015-08-07 10:24:34
- 3922 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
27 წლის ლამაზმანი, მწვრთნელი და ფიტნეს-მოდელი — მარიკა მატესოვიჩი თავისი პირადი მაგალითით მოტივაციას და მიზანს უსახავს ათასობით გოგონასა და ქალს სოციალურ ქსელებში.
გოგონამ, რომელიც მთელი ცხოვრება შევსებული აღნაგობით გამოირჩეოდა, ერთხელ გადაწყვიტა შეეცვალა თავისი პროპორციები, მიაღწია კიდეც შესანიშნავ შედეგს და ფიტნეს-მოდელადაც იქცა. დღეს კი ეხმარება ისეთ უიმედო ადამიანებს, როგორიც თავად იყო ოდესღაც.
"ერთ დღესაც დასრულდა ხანგრძლივი ურთიერთობა და გადავწყვიტე, რომ ახალი ცხოვრება დამეწყო. საყვარელმა ადამიანმა, რომელთან ერთადაც ვიცხოვრე რამდენიმე წელი, მიმატოვა, მე კი დავიწყე მუშაობა საკუთარ სხეულზე", – აღნიშნავს მარიკა ერთ-ერთ ინტერვიუში.
იხილეთ მარიკას ფოტოები, რომლებშიც ნათლად ჩანს, რომ შეუძლებელი არაფერია: