რა მოვიმოქმედოთ, რომ თმაზე ბოლოჭამიები არ გაგვიჩნდეს

კვება და წყალი - სვით ბევრი წყალი, იმდენი, რომ სასიცოცხლო ორგანოებმაც შეძლონ მუშაობა და კანსა და თმის ძირებსაც ეყოთ. გაამდიდრეთ რაციონი ცილოვანი საკვებით; აგრეთვე, მინერალებითა და ვიტამინებით.

ნუ დაივიწყებთ თმის კონდიციონერს - თმის ყოველი დაბანის შემდეგ გამოიყენეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თმა უსიცოცხლო გახდება და ბოლოჭამიებიც გაგიჩნდებათ.

შამპუნი - თუ თავს ყოველდღე იბანთ, შამპუნი ყოველ მეორე-მესამე დღეს გამოიყენეთ. შამპუნი შეგიძლიათ კონდიციონერით ჩაანაცვლოთ.

ნაკლები თერმული დამუშავება - ფენისა და თმის უთოს ხშირი გამოყენება აფუჭებს თმის ხარისხს. უმჯობესია, თმა სახლიდან გასვლამდე დიდი ხნით ადრე დაიბანოთ და იგი ოთახის ტემპერატურაზე ბუნებრივად გაგიშრებათ.

დაიცავით თმა - თუ აუზზე დადიხართ, საცურაო ქუდის გარეშე წყალში არ ჩახვიდეთ, ქლორიანი წყალი აფუჭებს თმის ხარისხს. იმავეს თქმა შეიძლება ზღვის წყალზეც, მარილიანი წყალიც აფუჭებს თმას. ამიტომ, თუ ზღვაში საცურაო ქუდით ვერ ჩახვალთ, თმა მაღლა აიწიეთ, რომ ნაკლებად შეეხოს წყალს.

აგრეთვე, თუ ნამზეურის მოყვარული ხართ, მზეზე ყოფნისას დაიხურეთ ქუდი, გამოყენეთ თმის დამცავი სპეციალური სპრეი, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ნეგატიური ზემოქმედებისგან დაგიცავთ. დაბოლოს, თმა ხშირ-ხშირად დაინამეთ ონკანის ან მინერალური უგაზო წყლით.

უარი პირსახოცს - თმის პირსახოცით აგრესიული მოძრაობებით გაშრობა ფენზე უარესია. ნუ დაისრისავთ თმას. უბრალოთ, პირსახოცი თავზე შემოიხვიეთ, რომ თმიდან ჩამონადენი წყალი შეიშროს და მიეცით თმას საშუალება, თავისით გაშრეს.

მოიჭერით თმის ბოლოები - თანაც, რეგულარულად. თუმცა, ჯენიფერ ენისტონივით ყოველდღიურად თითო მილიმეტრის სიგრძის თმას ნუ შეიჭრით. წესად აქციეთ, რომ ყოველ 3-4 თვეში ერთხელ ბოლოები უნდა შეიჭრათ.


წყარო