რჩევები ლამაზი წარბებისთვის
- 2015-08-13 18:02:10
- 2463 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სქელი ბუნებრივი წარბები-ეს უკანასკნელი ტენდენციაა.ეს ტენდენცია წელს პოდიუმზე დომინირებდა.ასევე ბევრი სილამაზის აიქონისთვის,როგორიცაა ელიზაბეტ ტეილორი,ოდრი ჰეპბერნი და ჯენიფერ კონელი უცხო არ იყო ბუნებრიობა,რომელიც წარბებზეც ვრცელდება.დღესდღეობით ბუნებრივი წარბები მოდის ახალი განცხადებაა.
ბუნებრივი წარბები დრამატულობასა და სითამამეს აღვივებს.ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს,რომ ბუნებრივი და სქელი წარბები სახეს უფრო აახალგაზრდავებს.ასე,რომ მოცემულია გარკვეული რჩევები თუ როგორ მოვუაროთ ბუნებრივ წარბებს და რა უნდა გავაკეთოთ მისი სრულყოფისთვის.
ყურადღებით მოიწესრიგე წარბები
იმისათვის,რომ მოდას მიჰყვეთ,ან უბრალოდ გაითვალისწინოთ მოდური ტენდენციები და იზრუნოთ იმაზე,რომ მიიღოთ ”ბუნებრივი წარბები”,მაშინ იცოდეთ,რომ ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ მის მოწესრიგებაში.ძირითადი წესი იმაში მდგომარეობს,რომ უნდა მივცეთ წარბებს ნება და დრო გაიზარდოს ბუნებრივად.ყველანაირი მორთვისა და ’წარბების გლეჯვის’ გარეშე უნდა მოხდეს ის რაც სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.თუ ორ-სამ ’მაწანწალა’ თმის ღერს შენიშნავ წარბზე,რომელიც ძალიან ცუდ დროს ძალიან ცუდ ადგილზე ამოვიდა და გაიზარდა,მაშინ გამოიყენე პინცეტი და მოიშორე ეს დაბრკოლება,მაგრამ არ შეეხოთ წარბის ძირითად ხაზს,მას ბოლომდე უნდა აცალოთ გაზრდა,რათა თავდაპირველი ფორმა მიიღოს.
ზრდის შრატი
არსებობს სხვადასხვა კოსმეტიკური პროდუქტი,რომელიც აჩქარებს წარბის ზრდას.ზრდის შრატი ეფექტური იქნება უკვე ამოღებულ წარბებზე და დაზიანებულ თმის ფოლიკულებზე.თუ წარბები ძალიან სწრაფად იზრდება,მაშინ არ დაგჭირდებათ ასეთი ნაწარმის გამოყენება.
წარბის ფორმა
წარბის სისქის გარდა მისი ფორმაც მნიშვნელოვანია.ზოგჯერ კარგია წარბი ბუნებრივი ფორმით გაიზარდოს,მაგრამ თუ არ მოგწონთ ფორმა,მაშინ პროფესიონალის დახმარებით უნდა შეარჩიოთ წარბის სასურველი ფორმა.’დაკლაკნილი’ უხეში ფორმის წარბებს შეუძლია არაბუნებრიობა გამოიწვიოს,ამიტომ დარწმუნებული იყავით ყველაზე ბუნებრივი ლუქის შესაქმნელად.
სქელი წარბები
თუ წარბი ბუნებრივად არ არის სქელი,მაშინ ვიყენებთ წარბისთვის განკუთვნილ ლაინერებს/შემავსებლებს,ფანქარს და ჩრდილებს სრული და სქელი წარბების მისაღებად.ასეთი შტრიხებისა და ფანქრის გამოყენება წარბს უფრო განსხვავებულ ფორმას მისცემს,რა თქმა უნდა ფანქარი შეესაბამებოდეს უნდა თქვენი წარბის ფერს.
წყარო