როგორ აიძულოთ ბიჭი,იფიქროს მხოლოდ თქვენზე
- 2015-08-16 17:28:08
- 4883 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
გრძნობთ რომ შეხვდით ისეთ მამაკაცს რომელსაც ეძებდით? დარწმუნებული ხართ რომ ის თქვენი ოცნების მამაკაცია? სულ მასზე ფიქრობთ? მაგრამ ის იგივეს გრძნობს თქვენს მიმართ? საათობით ფიქრობს თქვენზე? თუ არა, მაშინ ამის გამოსწორება ძალიან მარტივია, ქალები ხომ მშვენიერი არსებები ხართ და თან იმისთვის ხართ შექმნილნი რომ კაცი შეაცდინოთ და გადაიყვანოთ ჭკუიდან, გაიხსენეთ ადამი და ევა თავიდანვე ქალი კაცის შემაცდენლად არ მოგვევლინა? ასე არაა?
1. კაცებს უყვართ იმის შეგრძნება რომ ისინი არიან დამპყრობლები. ვიღაცეები კი ამბობენ - მონადირეები, მაგრამ თქვენ ხომ ნადავლი არ ხარ! თქვენ ხართ ქალი, რომელიც უნდა მოიპოვო. დაჟე მაშინაც როდესაც თქვენ გადარეული ხართ მასზე - თავი ხელში აიყვანეთ. აგრძნობინეთ კაცს, რომ ის თქვენ გაკლიათ, მაგრამ არ მოგივიდეთ ზედმეტი, მან უნდა ეძებოს შესაძლებლობა თქვენთან შეხვედრის, დაგაინტერესოთ რამე განსაკუთრებულით. აფიქრებინეთ რომ მან მოგწყვიტათ რაღაც გადაუდებელ საქმეებს, გაუწია კონკურენცია ვიღაცას ან რაღაცას. ის რომ საერთოდ საქმე არ გაქვთ და ტელეფონს აგიპნოზებთ მისი ზარის მოლოდინში დატოვეთ საიდუმლოდ. მიანიჭეთ მას გამარჯვების შეგრძნება, ეს გაზრდის მის თვითშეფასებას და მოგეკრობათ მაგნიტივით როგორც წყაროს ამ სასიამოვნო შეგრძნებისას.
2. დაანახეთ მას, თქვენ გაქვთ სხვა საინტერესო და დატვირთული ცხოვრება - მეგობრები, სამსახური, ჰობი. როდესაც მან იცის, რომ დაგირეკავთ ნებისმიერ დროს და გკითხავთ "სად ხარ? რას შვები?" და გაიგებს "არაფერს, სახლში ვარ", ის იმას კიარ იფიქრებს ვაიმე როგორ ვყვარებივარ, ჩემს გარდა არავინ და არაფერი არ აინტერესებს და არ სჭირდებაო. ის იფიქრებ, რომ შენ არ ხარ არაფრით დაინტერესებული. რატო იფიქრებ - "ნეტა ეხლა რას აკეთებს?", როდესაც ისედაც იცის რომ არაფერს არ აკეთებთ და სახლში ხართ?
3. ეფლირტავეთ მას. არ იფიქროთ, რომ რადგან თქვენ უკვე გაქვთ რომანი ფლირტაობის დრო გავიდა. რადგან ის დაინტერესდა და შეგიყვარა მაგრამ მსუბუქად, :)) მან შეგიყვარა ცოტა ამოუცნობ და ხელიდან დამსხლტომი. ისეთი როგორიც იყავით, ცდილობდა თქვენს მოპოვებას მაგრამ თქვენ აწვალებდით, რაღაცეებზე უარს ეუბნებოდით, ეხლაც ასე უნდა იყოს ხანდახან ძალიან სასურველი უნდა იყოთ, უნდა გააგიჯოთ ხანდახან უკარებლობით...
4. დააფასეთ ის რასაც აკეთებს თქვენთვის. თუ კაცმა იცის, როგორ გაგაოცათ მისმა წინა სურპრიზმა. თუ თქვენ დაანახეთ როგორი გახარებული ხართ მისი საჩუქრით. თუ, მისი თანდასწრებით, ციტირებას უკეთებთ მის ხუმრობებს, ჭკვიანურ აზრებს და თუ უყვებით სხვა ვინმეს, როგორ გასაოცარ, კაცურ საქციელს ჩადის თქვენს გამო, ის დატკბება მისი "წუთობრივი დიდებით" და ყოველთვის იფიქრებს რომ რამე გააკეთოს კიდე თქვენთვის.
5. გახდით მისთვის არამარტო შეყვარებული, არამედ მეგობარი და მრჩეველი. ამისთვის სიმართლე რომ გითხრათ ბევრი არაფერია საჭირო. ყურადღებით უსმინეთ რას ამბობს, და ნუ მოუყვებით გაუჩერებლივ თქვენს შესახებ. ეცადეთ შეაღწიოთ მისი ცხოვრების რთულ სიტუაციებში. დაჟე მაშინაც თუ მისი სამსახური დაკავშირებულია მაღალტექნოლოგიურ ნივთებთან, ამ სამსახურში მის ირგვლივ არის ხალხი, მათ აქვთ რაღაც ურთიერთობა. და ქალის კარგად ვინმე ერკვევა ურთიერთობებში? მიეცით მას რჩევები და შემდეგში, დატვირთული კონფერენციის დროს იფიქრებს - ის იყო მართალი, მას უნდა მოვუყვე ყველაფერი იქნებ რა მირჩიოს?
6. დატოვეთ მის ცხოვრებაში რამე ნიშანი თქვენი არსებობისა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ, მასთან სახლში უნდა მიიტანოთ სავარცხელი, ჩუსტები ან საყვარელი პიჟამო. :)) ის ამას მიიღებს როგორც მისი სივრცის და თავისუფლების შეზღუდვად. აი შეიძლება თმისსამაგრი დაგრჩეთ საწოლთან, ან აბაზანაში პომადა, ან აჩუქეთ საპონი, განსაკუთრებული სუნით, მას ყოველთვის გაახსენდებით დაბანის დროს, :)) სასაცილო ბრელოკი გასაღებისთვის, მოსახერხებელი ბლოკნოტი ან ჭიკა სახალისო წარწერით.
7. იყავით არაპროგნოზირებადი. თუ თქვენ მას დღე დღეზე წერთ 10 მესიჯს, ის მიეჩვევა, და თუ თქვენ მას გაუგზავნით ბოთლის საპონს, თქვენი ინტიმური სურათით, ის დაიმახსოვრებს. თუ მისი ტელეფონი გავსებული იქნება სმს-ებით თქვენი "მიყვარხარ. გკოცნი. მენატრები"-თ ის ამას მიიღებს როგორც რაღაც ყოველდღიურს. მაგრამ თუ თქვენ მიწერთ მას რამე სასაცილოს, რათა გაახალისოთ რთული სამუშაო დღის წინ, რომლის შესახებაც თქვენ ყველაფერი იცით, ის ამას დააფასებს. თუ თქვენ მის ჯიბეში, სახლში, მანქანაში დატოვებთ მხიარულ წერილებს ეს მას აიძულებს იფიქროს თქვენზე ხშირად.
8. მიეცით მას არასერიოზული მიზეზები ეჭვიანობისთვის. მაგალითად: გაუღიმეთ უცხო ადამიანს მისი თანდასწრებით, ცოტახანში კი გააკეთეთ კომენტარი, რომ მან თქვენ უბრალოდ გაგამხიარულათ. გამოეცხადეთ ლამაზი ყვავილების ბუკეტით ხელში და 5 წუთის მერე უთხარით რომ უბრალოდ თქვენს კოლეგას ხვალ დაბადების დღე აქვს და თქვენ იყიდეთ ბუკეთი თქვენი კოლეკტივის სახელით წინასწარ. წადით კორპორაციულ დღესასწაულებზე თავბრუდამხვევ სექსუალურ ტანსაცმელში, დაანახეთ თქვენს რჩეულს როგორ თავბრუსდამხვევი ხართ. უთხარით, რომ ეს პატარა საღამოა და მისგან ადრე წადით. იფიქროს: ამ ქალს მე გადავყავარ ჭკუიდან, მაგრამ ის მე ნამდვილად არასდროს არ მღალატობს.
წყარო