სად ისვენებდნენ და ისვენებენ საქართველოს პირველი პირები
- 2015-08-17 11:29:08
- 2975 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
დასვენება ადამიანისთვის სასარგებლო და რაც მთავარია, აუცილებელია. ის ერთნაირად სჭირდება როგორც რიგით, ასევე უმაღლესი თანამდებობის პირებს. სად ისვენებდნენ და ისვენებენ ქვეყნის წამყვანი პირები, ამის შესახებ AMBEBI.GE გიამბობთ.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟის, კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ზვიად გამსახურდიამ პრეზიდენტობის დროს დასვენება ყაზბეგში მოახერხა. ისიც, რამდენიმე დღით, შემდეგ კი ყველასთვის ცნობილი მოვლენები დაიწყო, რაც საბოლოოდ ტრაგიკულად დასრულდა.
რაც შეეხება ედუარდ შევარდნაძეს, მან 1992-2003 წლებში მხოლოდ ორჯერ მოახერხა ორ-ორი კვირით ლიკანში დასვენება. თუმცა იქაც მუშაობდა, რადგან საქართველოში რთული პროცესები მიმდინარეობდა. მისი დასვენება ძირითადად კვირა საღამო იყო, როცა მთავრობის კანცელარიიდან საღამოს 9 საათზე ბრუნდებოდა შინ და დროს ოჯახთან ერთად ატარებდა.
მიხეილ სააკაშვილს მოგზაურობა უყვარდა, შოპინგისა და სხვადასხვა ქვეყნებში ვოიაჟის გამო ის ხშირად ეხვეოდა სკანდალებში. გავრცელებული ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი იტალიას ანიჭებდა უპირატესობას, სადაც თავისუფალ დროს ხშირად ჩადიოდა. საქართველოში კი, ექს-პრეზიდენტი მეტწილად, შავიზღვისპირეთს სტუმრობდა, თუმცა განტვირთვისთვის ხშირად ჩადიოდა კახეთში.
წაიკითხეთ სრულად