პატარა მკერდიანი ქალების 12 დიდი უპირატესობა (12 ფოტო)
- 2015-08-17 19:39:15
- 5691 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ამბობენ, რომ თანამედროვე დროს ფული და დიდი მკერდი მართავს. მაგრამ ვისაც მატარა ზომის მკერდი გაქვთ, ნუ დაკომპლექსდებით. როგორც აღმოჩნდა, ლამაზი და ნაზი გოგონები პატარა მკერდით ბევრ მამაკაცს იზიდავს.
ჰოლივუდის ვარსკვლავები სულაც არ ერიდებიან ნული ზომის მკერდით სხვადასხვა მოდური ჟურნალის გარეკანზე გამოჩენას და გოგონებს ბუნებრივი სილამაზისკენ მოუწოდებენ. ყველა ქალი თავისებურად ლამაზია და გოგონები პატარა მკერდით - გამონაკლისი სულაც არ არის.
ადამიანები საუბრისას ნამდვილად გისმენენ და მხოლოდ თვალებში გიყურებენ.
ღვედის გაკეთება საჭესთან გაცილებით კომფორტულია.
პატარა ზომის მკერდიანებისთვის მარტივია ბიუსტჰალტერის შერჩევა.
შეგიძლიათ მოირგოთ ბიუსტჰალტერები Push-Up-ით და მის გარეშეც.
მკერდი არ გიშლით ხელს დაკავდეთ სპორტით.
მნიშვნელოვან სადილზე კოვზიდან ან ჩანგლიდან ჩამოცურებული საკვები არასდროს ხვდება უხერხულ ადგილას.
თამამად შეგიძლიათ ატაროთ ღრმა დეკოლტე.
ნებისმიერი ფორმის საცურაო კოსტუმი თქვენს ტანზე იდეალურად გამოიყურება.
დიდი მკერდის გამო წელის და ხერხემლის არეში ტკივილები არ გაწუხებთ.
მუცელზე ძილი პრობლემებს არ გიქმნით.
გასახდელში არასდროს მოგმართავენ შეკითხვით: „ეს ბუნებრივია?“
დარწმუნებული ხართ, რომ თქვენს მამაკაცს მხოლოდ თქვენი გარეგნული ფორმების გამო არ უყვარხართ.
თუკი ქუჩაში თვალს გაყოლებენ, ესეიგი ლამაზი ხართ! გიყურებენ თქვენ და არა თქვენს მკერდს.
და ბოლოს, არ აქვს მნიშვნელობა რა ზომის მკერდი გაქვთ. მთავარია - რამდენად კომფორტულად და ბუნებრივად გრძნობთ თავს სხეულში. როგორც წესი, თავდაჯერებულობა ქალბატონებს უფრო მეტ ხიბლს ჰმატებს.
funtime.ge