როგორ "აბამენ" ქართველი ვაჟკაცები უკრაინელ გოგონას პლაჟზე

საქართველოს შავიზღვისპირეთში წელს განსაკუთრებით ბევრი დამსვენებელია. საზღვაო სეზონი პიკს აგვისტოში აღწევს და აჭარის ცნობილ კურორტებს სულ უფრო მეტი ადგილობრივი და ჩამოსული ტურისტი სტუმრობს. უცხოელებს შორის არიან როგორც მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული დამსვენებლები, ასევე მეგობარი სახელმწიფოს, უკრაინის მოქალაქეები. ზღვის სანაპიროზე გამოსულ ქართველ მამაკაცებს, განსაკუთრებით ახარებთ უკრაინელი გოგონების გამოჩენა, რომლებიც ადგილობრივი დამსვენებლებისგან პირველ რიგში თამამი საცურაო კოსტიუმებით გამოირჩევიან. ეს კი საკმარისი საბაბია საკურორტო ნაცნობობის დასაწყებად, მაგრამ ყველა მცდელობა წარმატებით როდი მთავრდება.

ქობულეთის ზღვის სანაპიროზე გამოსული დამსვენებელი, ყოველი შემთხვევისთვის მათ, ვინც ჩემს გვერდით ეფიცხებოდა მზეს, შეამჩნევდა ახალგაზრდა ქერათმიან გოგონას, რომელიც სანაპიროზე მარტო გამოდიოდა და თანაბარი რუჯის მისაღებად სხეულის პიკანტური ადგილების გამოჩენასაც არ ერიდებოდა. ეს არც მის გვერდით მოკალათებული მამაკაცების სამეგობროს გამოპარვია და რადგან ხელისშემშლელი არავინ ჰყავდათ, შინაური ქალბატონების გარემოცვის სახით, ხანმოკლე ფიქრის შემდეგ მოქმედებაზე ტრადიციული ხერხების გამოყენებით გადავიდნენ: ჯერ გოგონას ცივი გამაგრილებელი სასმელი გაუგზავნეს, შემდეგ ცხელი სიმინდი და მას შემდეგ რაც ქალისგან "სპასიბა" მოისმინეს, ახლოსაც მიუცუცქდნენ.


წაიკითხეთ  სრულად