ვარსკვლავები, რომლებიც არ მალავენ, რომ მკერდი გაიდიდეს
- 2015-08-18 09:16:33
- 3609 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ცნობილი ადამიანებისთვის პლასტიკური ქირურგია ჩვეულებრივი რამ გახდა. თუმცა ცოტა ხნის წინ არავინ აღიარებდა, რომ მათ ხელოვნურად ჰქონდათ შეცვლილი გარეგნობა. ბოლო ხანებში გულახდილობის შემოტევებმა გადაუარა ამერიკას და ბევრმა ვარსკვლავმა ღიად დაიწყო საუბარი იმის შესახებ, თუ სხეულის რა ფორმები აქვს შეცვლილი. წარმოგიდგენთ იმ ათ ცნობილ ადამიანს, რომლებმაც დაუფარავად განაცხადეს, რომ მკერდი აქვთ გადიდებული.
ვიქტორია ბექჰემი
ვიქტორიამ პირველი ოპერაცია 1999 წელს გაიკეთა. მაშინ მან საკუთარი მკერდის ზომა 34ა გაიზარდა 34დ-მდე. თუმცა პოპ დივასთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ორი წლის შემდეგ მან 34დდ-მდე გაიზარდა ბიუსტი. თუმცა მისი სხეულის გაბარიტები იმდენად მინიატურული იყო, რომ ასეთი დიდი მკერდი კარიკატურულს ხდიდა, ამიტომ 2009 წელს მან მკერდის ზომა 34ბ-მდე დაიპატარავა.
სარა ჯესიკა პარკერი
”სექსი დიდ ქალაქშის” ვარსკვლავი ცნობილია თავის განუმეორებელი სტილით. შესაძლოა სწორედ მოდის სიყვარულმა უბიძგა მას მკერდის გასადიდებლად, რადგან პატარა მკერდი დიზაინერების კაბებში მაინცდამაინც კარგად ვერ გამოიყურება.
ჰაიდი მონტაგი
ახალგაზრდა ქალისთვის, რომელმაც სულ ახლახან გადააბიჯა ოც წელს, მონტაგმა სერიოზული კორექტივები გამოიარა. პირველი ოპერაცია ჰაიდიმ ”ჰოლივუდის მთების” გადაღების დაწყებამდე გაიკეთა. შემდეგ კი 2009 წელს მკერდი დდდ ზომამდე გაიზარდა.
წაიკითხეთ სრულად