ვარსკვლავები, რომლებიც გარეგნულ ნაკლს მალავენ
- 2015-08-18 10:16:01
- 4735 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
იდეალური ქალბატონები არ არსებობენ, თუ რა თქმა უნდა საუბარი ვარსკვლავებზე არ არის. მაგრამ, სინამდვილეში, შოუბიზნესის წარმომადგენლებსაც ისევე აქვთ გარკვეული ნაკლოვანებები, როგორც რიგით ადამიანებს. ხშირ შემთხვევაში, ეს ნაკლი არა შინაგან ბუნებას, არამედ ვიზუალურ მხარესაც უკავშირდება. ალბათ დაუჯერებელია ის ფაქტი, რომ ვარსკვლავს, რომლის შემოსავალიც მის გარეგნობაზეა დამყარებული, ნაკლი გააჩნია. გაიხსენეთ, რა სახის დიეტებს აღარ მიმართავენ შოუბიზნესის წარმომადგენლები, მაგრამ გენები და სხეულის ფორმა მაინც თავისას შვება. დიდი თეძოებისგან და დიდი მკერდისგან თავის დაღწევა ძალიან რთულია. ვარსკვლავებს მხოლოდ ერთი გზა რჩებათ, მათ თავიანთი ნაკლი უნდა დაფარონ. ცნობილი ადამიანები მიმართავენ არა მხოლოდ პლასტიკურ ოპერაციებს, არამედ პროფესიონალ სტილისტებსაც.
სელმა ჰაიეკი
დიდი მკერდი - ეს გოგონების, ქალბატონებისა და ცნობილი ადამიანების ოცნებაა, მათი, ვისაც შთამომავლობით მცირე მკერდი გადაეცათ. მაგრამ შოუბიზნესის წარმომადგენლები, რომლებსაც დიდი მკერდი აქვთ, ყოველთვის აღფრთოვანებულები არ არიან ამ ფაქტით. ამ შემთხვევაში საქმე სილამაზეში არ არის, არამედ კომფორტულობაში: ასეთი მკერდის ტარება მეტად რთულია და ეს საქმე სწორად უნდა გაკეთდეს, რათა სხეულის დანარჩენი ნაწილები შესაბამისად გამოიყურებოდნენ. სელმა ჰაიეკის საიდუმლო ბიუსტჰალტერში მდგომარეობს, რომელიც წინა მხრიდან იკვრება. ეს უკანასკნელი, მაღლა წევს მკერდს და შედარებით მომცრო ზომისას აჩვენებს.
კეიტ მოსი
შოუბიზნესის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც მოდელები არიან, ძირითადად, მცირე ზომის მკერდს ფლობენ. დიდი მკერდი ხომ არ ეთანხმება მოდის სტანდარტებს. კეიტ მოსი მხოლოდ სამოდელო ინდუსტრიაშია ვარსკვლავი, ჩვეულებრივ ცხოვრებაში კი მამაკაცები უპირატესობას ძალიან გამხდარ ქალბატონებს არ ანიჭებენ. ალბათ, სწორედ ამ მიზეზის გამო, კეიტი ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად მიმართავს სტილისტს, რომელიც მას ოდნავ ფართო ტანისამოსის ტარებას ურჩევს. მსგავსი ფორმის ტანისამოსი მკერდს შედარებით
დიდს აჩენს. ასევე, მოსი ხშირად ატარებს შავ სვიტერს, რომელიც დიდი მძივებით არის გაწყობილი. ამ გზით, ყურადღება სახეზე და არა მკერდზე, გადადის.
დრიუ ბერიმორი
შოუ ბიზნესის ყველა წარმომადგენელი, ადრე თუ გვიან ხდება, რაც ასაკის მატებით არის გამოწვეული. მსახიობი ქალბატონები მშვენივრად ითავისებენ, იმას რომ თუ ახალგაზრდა გამხდარი სხეული ეკრანზე მიმზიდველად გამოიყურება და ასოცირებულია ესტეთიურ სილამაზესთან, ქალურობასთან, მაშინ ასაკის მატებასთან ერთად სრულიად სხვა პრობლემები იჩენენ თავს -
სიმსუქნე მიღებულია, როგორც თავის მოუვლელობა. დრიუ ბერიმორი, არაერთხელ ყოფილა დიეტაზე. საკუთარი სხეული ფორმაში მოჰყავდა, მაგრამ სირთულეებს ხელებთან დაკავშირებით აწყდებოდა. მსხვილი მკლავების დაფარვას, დრიუ ყოველთვის გრძელი და ფართომკლავებიანი ზედატანით ცდილობდა.
კეიტ უინსლეტი
კეიტ უინსლეტი ზედმეტი წონისგან განთავისუფლდა, მაგრამ დიდ თეძოებს ვერაფერი მოუხერხა. თეძოებს მსახიობი გრძელი მოსაცმელებით მალავს. სტილისტის რჩევით, კეიტი არასდროს იცვამს ქვედა მხარეს ვიწრო შარვლებს. შესაბამისი ფორმის შარვლები, გრძელი კაბები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ეს არის ტანისამოსი, რაც სხეულს შეუდარებელ ეფექტს ანიჭებს.
მერაია ქერი
მომღერალი მერაია ქერი, არასდროს, არც გამხდარი და არც შეუდარებელი ტანის მქონე არ ყოფილა. მომღერლის აღნაგობა მეტად რთულია და მისი მუდამ ფორმაში მოყვანა ძალიან რთულია. სხეულის სწორედ მსგავსი მახასიათებლები აქვთ ჯენიფერ ლოპესსა და ბიონსეს. სამწუხაროდ, მერაიას ძალიან უყვარს ჯინსები, ეს კი მისი აღნაგობისთვის დიდი ზიანის მომტანია. მაგრამ მისმა სტილისტმა გამოსავალს მიაგნო. საიდუმლო თავისუფალ ჯინსებშია, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ სხეულზე მჭიდროდ ზის, მას დიდ ზარალს არ აყენებს.


