ილიკო სუხიშვილის და ირმა ნიორაძის "ოსური" (ვიდეო)




27 ივნისს "სუხიშვილებმა" საიუბილეო-საქველმოქმედო კონცერტი გამართა. ანსამბლის დასსთან ერთად კონცერტში მონაწილეობდნენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები: ილზე ლიეპა, ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, ილია კუზნეცოვი.

ირმა ნიორაძემ სცენაზე "მუხამბაზი" შეასრულა. ახლახანს კი გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ილიკო სუხიშვილისა და ირმა ნიორაძის ოსურია აღბეჭდილი. მათ მოგვიანებით დავით ოქიტაშვილი და ილიკო და ნინო სუხიშვილების დედა - მოცეკვავე ინგა თევზაძე უერთდებათ. მოცეკვავეები არაფორმალურ გარემოში არიან, შესაძლოა ეს კონცერტამდე მოსამზადებელი პერიოდი, ან 27 ივნისის კონცერტის შემდგომი წვეულებაა.