ამერიკელმა მასწავლებელმა იესო ქრისტეზე იქორწინა




თეოლოგიის 38 წლის მასწავლებელი ჯესიკა ჰეისი იესო ქრისტეზე დაქორწინდა. ცერემონია ინდიანას შტატის ქალაქ ფორტ-უეინში გაიმართა და ბევრი ადამიანის ყურადღებაც მიიპყრო. საკურთხეველთან მდგარმა ჯესიკამ შეჰფიცა, რომ ქალწულად შეეწირება იესოს, რის შემდეგაც მღვდელმა მას ხელზე ბეჭედი გაუკეთა.

"შეწირულ ქალწულს", მონაზვნებისგან განსხვავებით, საზოგადოებაში ცხოვრების და მუშაობის გაგრძელების უფლება აქვს. "მას შემდეგ, რაც სკოლაში დავბრუნდი, ჩემი მოსწავლეები მეკითხებიან, უნდა მომმართონ თუ არა, როგორც "მისის ჰეისს", მაგრამ მე ჯერ ისევ "მის" ვარ, თუმცა ცოლად იესოს გავყევი", - ამბობს 38 წლის პატარძალი.