ანჯელინა ჯოლი ავადაა? — პრესა უმძიმეს ვერსიაზე ალაპარაკდა

ტაბლოიდი "სტარი" 40 წლის ანჯელინა ჯოლის ავადმყოფობაზე ალაპარაკდა. გამოცემის მიხედვით, ყველასათვის საყვარელი მსახიობის გარეგნობა მის ფანებს საგონებელში აგდებს - ამბობენ, რომ მსახიობი გადაღლილად გამოიყურება და თან იმაზე მძიმედ, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჯოლი ანორექსიით იყო ავად. მედიაში წერენ, რომ სიგამხდრის მიზეზი სერიოზული დაავადებაა, რომლის დაფარვასაც მსახიობი ცდილობს.

ვარსკვლავის არაჯანმრთელი გარეგნობის გამო ექიმები თვლიან, რომ გარეგნული ცვლილება ბოლო წლებში ჯოლის გადატანილ ოპერაციებს უკავშირდება: ონკოლოგიური დაავადების რისკის აღმოსაფხვრელად მსახიობმა ორმაგი მასტექტომია გაიკეთა, შემდეგ კი საკვერცხეები ამოიჭრა. ეს ყველაფერი, შესაძლოა, დეპრესიის გამომწვევი გამხდარიყო, შედეგად კი მადის და წონის დაკარგვის მიზეზი.

სპეციალისტების მეორე ნაწილი უფრო მძიმე ვერსიაზე საუბრობს. ”ანჯელინამ ყველაფერი გააკეთა, რომ სიმსივნის წარმოქმნა აღეკვეთა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა. მსახიობის მდგომარეობა ახლა იმაზე მეტყველებს, რომ მას ჯანმრთელობის ახალი პრობლემები შეექმნა”, - წერენ "სტარში".

მესამე მხარე კი თვლის, რომ არაჯანმრთელი იერი სტრესმა და ოჯახურმა პრობლემებმა გამოიწვიეს (დადის ხმები, რომ პიტთან ქორწინება ინგრევა და წყვილი გაყრის ზღვარზეა). ამასთან, ჯოლი შეუსვენებლად მუშაობს, ბევრს დადის ჰუმანიტარულ მისიებში და მგზავრობისას თითქმის არ ჭამს, ბევრს ეწევა და არაჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს.

presa.ge