ფეხებისა და თეძოების გასახდომი დიეტა – მინუს 5 კგ 7 დღეში
- 2015-08-23 14:16:11
- 3979 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ამ დიეტის ავტორები ამტკიცებენ, რომ მისი დაცვის შემთხვევაში ზედმეტი ცხიმი, ძირითადად, ქრება დუნდულებიდან, თეძოებიდან და ბარძაყებიდან.
ხანგრძლივობა: 1 კვირა
აუცილებელი პირობა: ყოველდღიურად, გაღვიძებისთანავე უნდა მიიღოთ 500 მლ წყალი.
დღე პირველი, დღე მეორე
საუზმე 1:
ჩახეხეთ 3 კუბი მწარე შოკოლადი უცხიმო რძეში და მიირთვით.
საუზმე 2:
300 მლ გაყინული და გამდნარი წყალი, რომელშიც დამატებული იქნება 1 ჩაის კოვზი თაფლი.
სადილი 1:
1 პომიდვრის, 1 კიტრის, ხახვისა და ლიმონის წვენისგან მომზადებული სალათა.
ერთი ჭიქა უცხიმო რძე.
სადილი 2:
მოამზადეთ სასმელი: 1 ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 250 მლ წყალი.
100 გრ იოგურტი.
ვახშამი:
1 ვაშლი ან 1 მსხალი, 500 მლ გაყინული და შემდეგ გამდნარი წყალი.
მესამე დღე
გამოიყენეთ პირველი დღის მენიუ, გარდა სადილისა. სადილად სალათის მაგივრად მიირთვით შემდეგი რეცეპტით მომზადებული წვნიანი:
1,5 ლ წყალი;
1 კონა მწვანე ხახვი;
500 გრ სტაფილო;
500 გრ პომიდორი.
მეოთხე დღე
საუზმე – გაწელეთ შუადღემდე, 12 საათამდე სვით 1,5 ლ წყალი.
შემდეგ დალიეთ 2 გრეიპფრუტისგან გამოწურული წვენი.
შოკოლადიანი რძე (როგორც პირველ დღეს).
0,3 ლ ბოსტნეულის ბულიონი.
სადილი 1:
ლიმონის წვენი (როგორც პირველ დღეს)
სადილი 2:
ორთქლზე მომზადებული თევზი.
ვახშამი:
500 მლ გაყინული და შემდეგ გამდნარი წყალი.
1 ვაშლი
მეხუთე დღე
საუზმე:
გაწელეთ შუადღემდე, 12 საათამდე სვით 1 ლიტრი წყალი.
სადილი:
250 გრ უცხიმო ხაჭო (0%).
ნატურალური იოგურტი;
1 ჩ.კ. თაფლი
სამხარი:
1 ცალი რომელიმე ჩირი (თქვენი გემოვნებით), ერთ საათში კი კიდევ ერთი.
ვახშამი:
500 მლ გაყინული და გამდნარი წყალი.
1 ჩაის კოვზი თაფლი.
მეექვსე დღე
საუზმე:
წვნიანი, რომლის რეცეპტიც ზემოთ შემოგთავაზეთ.
სადილი:
იოგურტი
ლიმონის წვენი (როგორც პირველ დღეს)
ვახშამი:
500 მლ გაყინული და გამდნარი წყალი.
გრეიპფრუტი.
მეშვიდე დღე
საუზმე:
ცოტაოდენი ყველი;
500 მლ გაყინული და შემდეგ გამდნარი წყალი.
სადილი:
უცხიმო თევზი;
1 პომიდვრის, 1 კიტრისა და ცოტაოდენი ზეითუნის ზეთისგან მომზადებული სალათა.
სამხარი:
იოგურტი;
ლიმონის წვენი (როგორც პირველ დღეს)
ვახშამი:
იოგურტი;
3 ვაშლი.
დიეტის შედეგი:
გპირდებით სხეულის ქვედა ნაწილების საგრძნობლად შემცირებას ზომებში და მინუს 5 კგ-ს.
ღირსება:
წონის სწრაფი კლება.
*რაციონში ბევრი სასარგებლო პროდუქტია, რომლებიც უამრავ ვიტამინს შეიცავს.
უარყოფითი მხარე:
დიეტის ზოგიერთი დღე შიმშილს
გულისხმობს (ფაქტობრივად, არ შედის საუზმე ან ვახშამი).
seen.ge