"27 აგვისტოს არათუ ორი , ერთი მთვარეც აღარ გვექნება"
- 2015-08-24 19:52:37
- 1927 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 27 აგვისტოს მარსი უკიდურესად მიუახლობდება დედამიწას და ამ დროს ცაზე ორ მთვარეს ვიხილავთ ასტროფიზიკოსი შალვა საბაშვილი ეხმაურება, მისი თქმით მარსი 27 აგვისტოს დილის 5-ის ნახევარზე ამოვა და სულ 2 საათი იქნება შესაძლებელი მისი ხილვა. „ამ დროს მარრსი დედამიწისგან 377 მლნ კილომეტრის მანძილზე იქნება, ესე იგი მზეზე თითქმის ორჯერ შორს“- აცხადებს საბაშვილი, მისი თქმით ე.წ „ორი მთვარის“ ხილვა გამორიცხულია, ჯერ ერთი მარსი, ყველაზე დიდი სიკაშკაშის დროსაც კი, 10 ათასჯერ მკრთალია სავსე მთვარეზე. ამის გარდა, მარსი მზეზე 200-ჯერ პატარაა და 2 ჯერ შორს ანუ 400 ჯერ მცირე გამოჩნდება. ესეც არ იყოს, 27 აგვისტოს მთვარე, რომელსაც 2 დღე აკლდება სავსემთვარეობამდე, ღამის 2 საათზე ჩავა, ე.ი მარსის ამოსვლისას (დილით) უკვე ცაზე საერთოდ აღარ იქნება, ანუ 27 აგვისტოს არათუ ორი , ერთი მთვარეც აღარ გვექნება“- აღნიშნავს ასტროფიზიკოსი.
წყარო "ასავალ-დასავალი"