როგორ მოვიშოროთ თეთრი ლაქები ფრჩხილებზე?

ფრჩხილზე თეთრი ლაქები არის ონიქოდისტროფიის მიზეზი (დისტროფია კვების მოშლაა). ამ დაავადებას ეწოდება ლეიკოონიქია. მისი მიზეზია პიგმენტაციის და კერატიზაციის დარღვევა. პერიოდულად გამოხატული თეთრი ხაზები ან ლაქები საგანგაშო არ არის, ისინი, ჩვეულებრივ, ტრავმების ან მანიკიურის არასწორად გაკეთების შედეგად ჩნდება. ხშირად კი არის
რომელიმე დაავადების სიმპტომი.
გვხვდება გადატანილი ინფექციური დაავადებების შემდეგ , რევმატიზმის, პოდაგრის, ნეფრიტის, ტუბერკულოზის შემდეგ. მკურნალობა გულისხმობს ვიტამინოთერაპიას, Fe პრეპარატების დანიშვნას. ასევე, გირჩევთ - ჩაის ხის ზეთის შეზელას (აქვს ანტიმიკოზური, ანტიბაქტერული, ანტისეპტიკური მოქმედება) 2-ჯერ დღეში 1 თვის განმავლობაში, აგრეთვე, ზეთოვანი ა ვიტამინის შეზელას, ზღვის მარილის აბაზანებს. გარდა ამისა, დალიეთ მერცის სპც, დრაჟე 1 ცალი 2-ჯერ დღეში (სულ 60 დრაჟე).