
ახალი iPhone 6S სულ მალე გამოვა, იქამდე კი ვიდეოში გაამჟღავნეს მისი მახასიათებლები
- 2015-08-28 19:56:56
- 4936 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

MacRumors-ზე ანონიმური წყაროს ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც ნაჩვენებია ახალი iPhone 6s-ის გარეგნული სახე. ვიდეოში ახალი სმარტფონის უკანა სახურავი, დედა პლატა, აკუმულატორი და დისპლეი გვაჩვენეს. სიახლის გარეგნული დიზაინი iPhone 6-ის ტრადიციებს აგრძელებს.
განსხვავებებიდან - ექსპერტებმა უკაბელო კავშირის, Qualcomm WTR3925-ის ახალი მოდული შენიშნეს, რომელიც Apple ფლაგმანის წინა ვერსიას არ ჰქონდა. ახალი მოდული კავშირს უფრო სტაბილურს ხდის და მონაცემთა გადაცემის გაზრდილ სისწრაფეს უზრუნველყოფს. ასევე შესამჩნევია პროცესორის გაბარიტული ზრდა დაახლოებით 10%-ით.
iPhone 6s-ის პრეზენტაცია 9 სექტემბერსაა დაგეგმილი.