პაატა ბურჭულაძე ქორწინდება
- 2015-08-29 19:58:25
- 1619 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე და მისი მეუღლე ანჟელა ვასილენკო ხვალ ოფიციალურად იქორწინებენ, ქორწინების 12 წლისთავზე წყვილი ხელს მოაწერს. ამის შესახებ ინფორმაციას ფონდ ”იავნანას” სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ჯორბენაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს:
”ხვალ კი ხელისმოწერაა დაგეგმილი, მოკლედ ვაქორწინებთ... არც ვიცი ვინმეს ასე ძალიან უყვარდეს სხვა ადამიანებისთვის დღესასაწაულების მოწყობა, ხვალინდელი ცერემონია ქართულ-უკრაინული ოჯახის შექმნის იურიდიული დადასტურება იქნებ”- წერს თეონა ჯორბენაძე.
გავრცელებული ინფორმაცით, ანჟელა ვასილენკოს და პაატა ბურჭულაძის საქორწინო ცერემონიალი 30 აგვისტოს ბუდა ბარის წინ ბორანზე გაიმართება. ხელის მოწერის იურიდიულ პროცედურას კი საყოველთაოდ ცნობილი ადამიანი ჩაატარებს, რომლის ვინაობაც ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება.
newposts.ge


