2015 წლის სექტემბრის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი
მოცემულ მომენტში ვერძებს ახალი მიზნები სჭირდებათ, სექტემბერში კი ზუსტადაც ახალი და საინტერესო აზრების სიმრავლეს იგრძნობენ. მზად იყავით თავდადებული შრომისთვის. ვერძებს წინ საკმაოდ რთული პერიოდი ელით, როცა შეიძლება საქმიანობის სახის შეცვლაზე ან თუნდაც სხვა სამსახურის მოძებნაზე დაფიქრდეთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბევრი შრომა მოგიწევთ, თუმცა თქვენი ძალისხმევა უშედეგო ნამდვილად არ იქნება. დაქირავებულ ვერძებს ხელმძღვანელობისგან მხარდაჭერა და კოლეგებისგან პატივისცემა არ მოაკლდებათ. მოსალოდნელია კარიერული წინსვლაც. ბიზნესმენმა ვერძებმა ახალი თანამშრომლები სწორედ ახლა უნდა აიყვანონ, ისინი თქვენს საქმეს დიდ სარგებელს მოუტანენ. გაითვალისწინეთ, რომ სექტემბერში მოვლენები თქვენი გეგმების მიხედვით შეიძლება სულაც არ განვითარდეს. მაგალითად, ზოგიერთ კოლეგასთან ურთიერთობა კვლავ დაძაბული დარჩეს. მოსალოდნელია ინტრიგები, ადრე ნაკისრ ვალდებულებებზე უარის თქმა. ამის გამო საქმე შეიძლება შეფერხდეს. ფინანსური თვალსაზრისით სექტემბერი სტაბილური პერიოდი იქნება. 2, 3, 5, 12, 22, 23 და 30 სექტემბერს მსხვილი თანხების შემოსვლაა მოსალოდნელი.

სექტემბერი, განსაკუთრებით მისი პირველი დეკადა ძალიან კარგი დროა ოჯახური და რომანტიკული ურთიერთობებისთვის. სწორედ ახლა იგრძნობთ ზაფხულის გავლენის ძალას მთელი რომანებით, ახალი ნაცნობებით, სასიამოვნო საუბრებითურთ. თვის მეორე და მესამე დეკადაში კი ახლობელ ადამიანთან პრობლემა შეიძლება შეგექმნათ, რაც თქვენი დაკავებულობით და დროის გამუდმებული უქონლობით იქნება გამოწვეული ან რიგ საკითხებზე თქვენი მეორე ნახევრის არათანმიმდევრული პოზიციით. ვარსკვლავები დამშვიდებასა და კომპრომისებისთვის მომზადებას გირჩევენ. სექტემბრის თვეში ჯანმრთელობის მხრივ ვერძს საწუწუნო არაფერი ექნება. თუმცა ვარსკვლავები კვებისთვის ყურადღების მიქცევას გირჩევენ. კარგი იქნება მსუბუქი დიეტის დაცვა.





კურო
სექტემბერი კუროებისთვის საქმით დატვირთული თვე არ იქნება, ამიტომ შეძლებთ საკუთარ თავსა და ახლობლებს მეტი დრო დაუთმოთ. სამსახურში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მოვლენები მოსალოდნელი არ არის. ვერც განსაკუთრებულ სიმაღლეებს მიაღწევთ. თუმცა კარგი პერიოდია სხვა ქალაქებსა თუ ქვეყნებში მცხოვრებ პარტნიორებთან და კოლეგებთან საქმიანი ურთიერთობის გასაღრმავებლად. მოსალოდნელია შორეული საქმიანი მივლინება, რაც არა მხოლოდ სასიამოვნო შთაბეჭდილებით დაგტვირთავთ, არამედ სასარგებლო ნაცნობებსაც შეგძენთ. დგება პერიოდი, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდება თქვენ ირგვლივ რაც შეიძლება მეტი თანამოაზრის შემოკრება. ყველაზე პოზიტიური და წარმატებული დრო კუროებისთვის სექტემბრის პირველი დეკადა იქნება. თვის მეორე ნახევრიდან პატარ-პატარა პრობლემებია მოსალოდნელი, რომლებიც თქვენს ცხოვრებას პრინციპულად ვერ შეცვლის, მაგრამ თავის ტკივილს კი გაგიჩენთ. ხელმძღვანელმა კუროებმა თანამშრომლებს უპასუხისმგებლო და არაკეთილსინდისიერ ქცევაზე შეიძლება წაასწრონ. კოლეგების მხრიდან ინტრიგებია მოსალოდნელი. მაკონტროლებელი ორგანოები მოულოდნელად შეიძლება თავს დაგესხნენ, ამიტომ ყველა საქმე და დოკუმენტი წესრიგში იქონიეთ. ფინანსური თვალსაზრისით სექტემბერი კუროებისთვის სრულიად ნორმალური თვე იქნება, განსაკუთრებული ხარჯები მოსალოდნელი არ არის. უმნიშვნელო თანხები შესაძლოა ბავშვების განათლებისთვის დაგჭირდეთ. შეყვარებულმა კუროებმა თავიანთი საყვარელი ადამიანის გასართობად უნდა დახარჯონ ფული.

სექტემბრის დიდი ნაწილი რომანტიკული და ოჯახური ურთიერთობების ნიშნით ჩაივლის. შეყვარებულ წყვილებს ერთობლივი მოგზაურობა ელით, ეს მათ ურთიერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს. მეუღლეები მიხვდებიან, რომ დროა ბავშვების აღზრდაზე სერიოზულად დაფიქრდნენ და პარალელურად, სახლის მოწყობაზე იზრუნონ. არსებობს შანსი, რომ მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით თქვენი შეხედულებები გაიყოს და ამას კამათი მოჰყვეს. უთანხმოება გექნებათ მშობლებთან ან ოჯახის სხვა უფროს წევრებთან. სექტემბერში თქვენი სახლი ძალიან სტუმრიანი იქნება, რაც თქვენს ჩვეულ ზომიერ ცხოვრებაში მცირედ არეულობას შემოიტანს. გამორიცხული არ არის, ზოგიერთი ნათესავი საკმაოდ დიდი დროით გესტუმროთ. სექტემბრის პირველი ნახევარი კარგი დროა იმიჯის შეცვლის ან გარდერობის განახლებისთვის. ჯანმრთელობაზე არც იღელვოთ, არაფერი გემუქრებათ.





ტყუპები
ტყუპების აგვისტო სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენებითა და მგზავრობით იყო გადატვირთული, ახლა კი მცირედი პაუზის დრო დადგა. დასვენებას სწორედ სექტემბრის პირველ ნახევარში შეძლებთ და ეს შესაძლებლობა ხელიდან არაფრით გაუშვათ. ტყუპების საქმეებში ცვლილებები გრძელდება და უმეტესი ნაწილი საზღვარგარეთელ პარტნიორებთან არის დაკავშირებული. ტყუპების ნიშნით დაბადებული ბიზნესმენების უმეტესობა ოფისის შეცვლასთან დაკავშირებულ საქმეებში იქნება ჩაფლული. მოსალოდნელია, მათ ოფისის ან სხვა საწარმოო შენობის ქალაქის ფარგლებს გატანა გადაწყვიტონ. დაქირავებული ტყუპები კი თავიანთ ახალ დამსაქმებელთან დაიწყებენ მომავალ – ორივე მხარისთვის მომგებიან თანამშრომლობაზე მსჯელობას. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სიფრთხილე არც ემოციებით დატვირთულმა უნდა დაკარგოთ, რადგან ორგანიზაციაში, რომელიც ახალ სამსახურს გთავაზობთ, ყველაფერი რიგზე შეიძლება არ იყოს. შეისწავლეთ მომავალი სამსახურის შესახებ ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია და დოკუმენტების ხელმოწერამდე ერთი წვრილმანიც არ გამოგეპაროთ. ბიზნესმეტი ტყუპები ანალოგიური სიფრთხილით უნდა მოეკიდონ პარტნიორებს, რადგან ეს უკანასკნელნი, საკუთარი მოგების გაზრდის მიზნით, შეიძლება უპატიოსნოდ მოექცნენ. სექტემბრის ფინანსური ჰოროსკოპი ტყუპებისთვის არც ისე ხელსაყრელია. ფულად ამბებში გაურკვევლობაა. თუმცა ფინანსური ზარალი და დაუგეგმავი ხარჯები მაინც არ გექნებათ.

სექტემბერი შესანიშნავი დროა სახლის მოწყობისა და სტაბილურობის მოსაპოვებლად. ბევრი წყვილი სწორედ ახლა დაფიქრდება სახლის ან სულაც საცხოვრებელი ქალაქისა თუ ქვეყნის შეცვლაზე. ნებისმიერ შემთხვევაში სექტემბერი ის დროა, როცა ტყუპებმა საცხოვრებელი პირობები შეიძლება გაუმჯობესონ. შესაძლებელია დაგეგმილის განხორციელება სექტემბერშივე მოასწროთ და თუ ამ თვეში ვერ ჩაეტიეთ, მაშინ საქმე ზამთრის დასაწყისამდე გაიჭიმება. ზოგიერთ ოჯახში შვილებთან დაკავშირებული პრობლემები იჩენს თავს. შესაძლოა მათ სწავლასთან და აღზრდასთან დაკავშირებით დიდი თანხების გაღება მოგიხდეთ. შეყვარებული წყვილებისთვის სექტემბრის მეორე ნახევარი რთული თვე იქნება. მოსალოდნელია კამათი და უთანხმოებები ათას სხვადასხვა საკითხზე. თუმცა ასეთი კამათები პარტნიორებს, რომელთაც ღრმა გრძნობები და სტაბილური ურთიერთობა აკავშირებს, ვერაფერს დააკლებს. ჯანმრთელობის თვალსაზრისით სექტემბერი მარტივი თვე არ იქნება. თვის მეორე ნახევარში ბევრი სტრესული სიტუაციაა მოსალოდნელი, ამიტომ ეცადეთ ჯერ ერთი, უფრო გულგრილად მოეკიდოთ მოვლენებს და მეორეც – ჯანსაღად იცხოვროთ.





კირჩხიბი
სექტემბრის განმავლობაში კირჩხიბი მუდმივად წინ უსწრებს მოვლენებს და ძალიან მარტივად აგვარებს პრობლემებს, რომლებთან გამკლავებისთვის სხვებს უამრავი დრო და ენერგია სჭირდებათ. თვის პირველი ნახევარი კირჩხიბისთვის ძალიან წარმატებული იქნება. მისი ბიზნეს შემოსავლები კვლავინდებურად იზრდება. იღბალი კირჩხიბის მხარეს იქნება ყველა წამოწყებაში. სწორედ ამის დამსახურებით კირჩხიბები ამ პერიოდში მართლაც მასშტაბურ მიზნებს დაისახავენ, რომელთა ნაწილიც ბიზნესის გაფართოებას შეეხება. თვის მეორე ნახევარში შეიძლება საქმიანი კონტაქტი გააბათ სხვა ქვეყანაში ან ქალაქში მცხოვრებ მეგობრებთან და პარტნიორებთან. თუმცა ყველაფერი ისე არ ჩაივლის, როგორც თავდაპირველად გეგმავდით. კირჩხიბებს დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევთ, სანამ მათი ბიზნესი სათანადოდ გამყარდება და არა მხოლოდ კონკურენტუნარიანი, არამედ მომგებიანიც გახდება. მეწარმე კირჩხიბებს კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი აქვთ. დაქირავებულმა კირჩხიბებმა კოლეგებისგან შესალოა მტრობა და შური იგრძნონ. სექტემბრის მიწურულს მაკონტროლებელი ორგანოების ვიზიტია მოსალოდნელი, შესაბამისად საქმეებისა და დოკუმენტების მოწესრიგებას ახლავე შეუდექით. თვის პირველ ნახევარში ფულის შემოსვლა კირჩხიბისთვის ლამის ყოველდღიურობად იქცევა, რაც ძალიან სასიხარულოა. ამ პერიოდში მოსალოდნელია პრემიის, დამატებითი მოგების, სოლიდური საჩუქრების მიღება. სექტემბერში ხარჯების უმეტესობა პირად ცხოვრებასთან იქნება დაკავშირებული. შეყვარებული კირჩხიბები ფულს საყვარელ ადამიანებს დაახარჯავენ, მშობლები კი შვილების პრობლემების მოსაგვარებლად გახსნიან საფულეს.

კირჩხიბის პირად ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე არ არის. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა გართულდება და ერთი მხრივ, ეს შეიძლება ფინანსური ხასიათის პრეტენზიებთან იყოს დაკავშირებული, მეორე მხრივ კი ცხოვრებისეული მოსაზრებებისა და ფასეულობათა სისტემის განსხვავებასთან. მშობლები ბავშვების პრობლემებით იქნებიან შეწუხებულნი. თუმცა ნეგატიური პერიოდი თქვენი შვილების ცხოვრებაში დიდხანს არ გასტანს. ზოგიერთ ოჯახში უძრავ ქონებასთან დაკავშირებით უთანხმოებები შეიძლება შეიქმნას. გააქტიურდება ურთიერთობები შორს მცხოვრებ ნათესავებთან, შეიძლება სტუმრად გეწვიონ ან პირიქით, თქვენ ჩახვიდეთ მათთან. აუცილებლად დათანხმდით მიწვევაზე, რადგან სექტემბერში დაგეგმილი მოგზაურობები ბევრ პოზიტივს მოგიტანთ. მით უფრო, თუ სამოგზაუროდ თქვენს მეორე ნახევართან ერთად წახვალთ, ეს თქვენს ურთიერთობებს გააღრმავებს და გაალამაზებს. კირჩხიბის ჯანმრთელობას სექტემბერში არაფერი ემუქრება, რადგან მისი ენერგეტიკული პოტენციალი უმაღლეს ნიშნულზეა.




ლომი
შემოდგომაზე ყველა კოზირი ლომის ხელშია. შეგიძლიათ მშვიდად შეუდგეთ ყველაზე თამამი იდეების განხორციელებას და სასარგებლო კონტაქტებიც დაამყაროთ. ლომი ნებისმიერი სიტუაციიდან მოგებული გამოვა, ამიტომაც ეს პერიოდი მისთვის ძალიან წარმატებული იქნება. პროფესიული გადაწყვეტილებების მიღების გადადება არ ღირს – ამ პერიოდში ყველა შემოთავაზებული ვალდებულება უნდა იკისროთ. აიღეთ ხელში ლიდერობა, გააკეთეთ არჩევანი და ორიენტირები განსაზღვრეთ. სექტემბერში იზრდება თქვენი გავლენა სხვა ადამიანებზე, ამიტომ მათ რაც შეიძლება მეტი პოზიტიური ენერგია უნდა გაუზიაროთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენი გავლენა პროფესიულ მოვლენებზეც მაღალი იქნება. ლომის ნიშნით დაბადებული ყველა დონის მენეჯერი და ბიზნესმენი დაინახავს, რომ საქმე, რომელსაც დიდი დრო და ენერგია დაახარჯა, ბოლოს და ბოლოს ნაყოფის მომტანი გახდა. ამ შემთხვევაში სავარაუდოდ საუბარი უფრო ფინანსურ გარიგებებსა და მოგების მიღებას ეხება. თუმცა ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ყველა შეთანხმებასა და გარიგებას უკიდურესი ყურადღებით უნდა მოეკიდოთ და ფრთხილად გადადგათ თითოეული ნაბიჯი. ენდეთ, მაგრამ შეამოწმეთ – სექტემბერში ამ პრინციპით უნდა იმოქმედოთ. ასე რომ, დეტალები მხედველობიდან არ გამოგრჩეთ. სექტემბრის პირველი ნახევარი შესანიშნავი დროა პროფესიული საქმეებისთვის, მეორე ნახევარში კი დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება გაჩნდეს. ამავე დროს მოლაპარაკებები საზღვარგარეთელ კოლეგებთან შესაძლოა გართულდეს. ფინანსური პრობლემები არ გემუქრებათ, ამ კუთხით სექტემბრის თვე სრულიად სტაბილური იქნება. პირიქით, ლომის მატერიალური პოზიციები მყარდება და ეს პროცესი კიდევ დიდხანს და წარმატებით გაგრძელდება. მოსალოდნელია მსხვილი ფულადი შემოსავლების მიღება 2, 3, 10, 11, 22, 23 და 30 სექტემბერს.

სამწუხაროდ, პროფესიულ ასპარეზზე წარმატება ლომის პირად ცხოვრებაზე არ ვრცელდება. სტაბილურ წყვილებს გარემოცვასთან პრობლემები შეიძლება შეექმნათ. სექტემბრის მეორე ნახევარში გართულებულია ურთიერთობა შვილებთან და ეს ეტაპი დიდხანს გასტანს. ზოგიერთ შემთხვევაში უმცროს თაობაზე ზრუნვისთვის საკმაოდ მსხვილი თანხების დახარჯვა მოგიწევთ. მოსალოდნელია ნათესავებს შორის უთანხმოებების წარმოშობაც. ოჯახის ხანდაზმულ წევრებს თქვენი ზრუნვა სჭირდებათ. 2015 წლის სექტემბერი ბევრი შეყვარებული ლომისთვის საბედისწერო შეიძლება გამოდგეს. თუნდაც აქამდე თქვენ წყვილს იდეალურ ერთობად მიიჩნევდით, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ გადაკვეთის ძალიან ცოტა წერტილიღა დაგრჩათ. თუმცა იმედგაცრუებაში გადავარდნას ნუ იჩქარებთ – ვარსკვლავები ამბობენ, რომ სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს, არც ისე იოლი და სწრაფი, მაგრამ მაინც. სექტემბერში ლომის ენერგეტიკული პოტენციალი მაღალია და მის ჯანმრთელობას არაფერი უჭირს. ავადმყოფობებს არ უნდა შეუშინდეთ.





ქალწული
იუპიტერი ქალწულის ნიშანშია, რაც ნიშნავს, რომ ახალი, 12 წლიანი ციკლი დაიწყო. ქალწულის ნიშნით დაბადებულთათვის ეს ძალიან ხელსაყრელი პერიოდი იქნება. ბიზმესმენი ქალწულები რადიკალური ცვლილებებისთვის მზად არიან. წარსულში მათ ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს, რამაც სოციალური კიბის ახალ საფეხურზე ასვლის, ახალი სამსახურის დაწყების ან საყვარელი საქმის კეთების საშუალება მისცათ. ეს ყველაფერი უახლოეს თვეებში ან სულაც სექტემბერშივე მოხდება. თვის პირველი ნახევარი სწორედ რომ შესაფერისი დროა, თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. შეფერხებები და პრობლემები უფრო თვის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. ეს შეიძლება შეეხოს მატერიალურ საკითხებს და ვარსკვლავები გირჩევენ კი არ იჩქაროთ, არამედ გულდასმით შეისწავლოთ ნაკისრი ვალდებულებები და ფინანსური პერსპექტივები. პარტნიორებისადმი ყურადღება გამოიჩინეთ. გახსოვდეთ, რომ მათი ნაწილი დიდი საიმედოობით შეიძლება არ გამოირჩეოდეს და მხოლოდ საკუთარი მოგებისთვის იღვწოდეს. ნუ მისცემთ ადამიანებს თქვენით სარგებლობისა და თქვენი ძალებით სასურველის მიღწევის უფლებას. არსებობს თქვენით მანიპულირების საფრთხე, ამიტომ დაკვირვებულობა და სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ. მოსალოდნელია საპირისპიროც, რომ თქვენმა პარტნიორებმა უმოქმედობა არჩიონ და მთელი საქმე თქვენ დაგეყაროთ თავს, ისე, რომ თქვენს მოთხოვნებს ყურადღება არ მიაქციონ. მიუხედავად პროფესიულ ასპარეზზე სიტუაციის შესამჩნევი გაუმჯობესებისა, ფინანსური პრობლემები კვლავ მოუგვარებლად რჩება. ოქტომბრის პირველ ნახევრამდე ბიზნესმენი ქალწულები სადავო საკითხების გარკვევას შეძლებენ და სწორედ აქედან შეიძლება ელოდოთ გარკვეულ ფინანსურ ნაკადებს. ვარსკვლავები გირჩევენ ყურადღებით გაეცნოთ ახალი სამსახურის ფინანსურ პირობებს, სანამ კონტრაქტზე მოაწერთ ხელს. გარდა ამისა, ფული თქვენს ნათესავებსა და შვილებსაც დასჭირდებათ და მზად იყავით დაუგეგმავი ხარჯებისთვის.

ოჯახური წყვილები რთული საბინაო საკითხების მოგვარებას დაასრულებენ, რაც საშუალებას მისცემთ, ქორწინება და პარტნიორის პოზიცია ხელახლა გადააფასონ. აღელვებისთვის საფუძველი ნამდვილად არსებობს. ეს შეიძლება იყოს ღალატი, პრობლემებისადმი ზედაპირული მიდგომა, უთანხმოება, გრძნობების გალევა. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მეორე ნახევარსაც ცხოვრების მეტად მძიმე პერიოდი უდგას და მოთმინება მაინც გმართებთ, თუ არა მაქსიმალური მხარდაჭერის გამოვლენა და დახმარების შეთავაზება. ამ პერიოდში ქალწულებს ბავშვები უჩენენ თავის ტკივილს, რადგან მათი საჭიროებებისთვის საკმაოდ დიდი თანხებია საჭირო. იგივე სიტუაცია ექნებათ შეყვარებულ წყვილებსაც – ისინი გაუთვალისწინებელი ხარჯების წინაშე დადგებიან. სექტემბერში ქალწულის ენერგეტიკული პოტენციალი საკმაოდ მაღალია, ამიტომაც ავადმყოფობის არ უნდა გეშინოდეთ.




სასწორი
2015 წლის სექტემბერში სასწორის ენთუზიაზმი მის ენერგეტიკულ და ფიზიკურ შესაძლებლობებთან ცოტა შეუსაბამობაში იქნება, ამიტომ გონივრულად ხარჯეთ ძალები და ეცადეთ ზედმეტად არ გადაიტვირთოთ. პროფესიული თვალსაზრისით ეს თვე სასწორისთვის არც ისე წარმატებულია, განსაკუთრებით თვის მეორე ნახევარი, როცა სამსახურში მიმდინარე მოვლენებზე ნერვიულობა მოგიხდებათ. მოსალოდნელია, დაქირავებული სასწორები მათივე კოლეგის მიერ კარგად დაგეგმილი ინტრიგის მსხვერპლი გახდნენ. მენეჯერ და ბიზნესმენ სასწორებს მოუწევთ აღიარება, რომ მათი ყველა თანამშრომელი იმდენად კომპეტენტური და საიმედო არ არის, რომ შექებას და პროფესიონალის წოდებას იმსახურებდეს. ფრთხილად იყავით და ეცადეთ, საქმისადმი უგულისყურო მიდგომა არ დაუშვათ, რადგან ამით მხოლოდ თქვენი ბიზნესი დაზარალდება. თქვენი საქმეებით მოულოდნელად ავისმსურველები დაინტერესდებიან და ეცდებიან, ბიზნეს საიდუმლოებები გამოგძალონ. ამ პერიოდში მაღალია ინსპექციებისა და შემოწმებების ალბათობა, ამიტომ ეცადეთ დოკუმენტები წესრიგში გქონდეთ. ცოტა გართულდება ურთიერთობა სხვა ქალაქებსა თუ ქვეყნებში მცხოვრებ კოლეგებთან, ზოგიერთთან კონტაქტის გაწყვეტაც კი მოგიწევთ. მსგავსი სიტუაცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება, ამიტომ ადრევე უნდა ემზადოთ. არასტაბილურია სასწორის ფინანსური ჰოროსკოპიც, რაც გასაკვირი სულაც არ არის, რადგან ბიზნეს საქმიანობა წარმატებულად ვერ მიმდინარეობს. თუმცა არის ალბათობა, რომ არაოფიციალური წყაროებიდან ფულის სოლიდური მოცულობა მიიღოთ. დახმარება არ მოგაკლდებათ მშობლებისგან და ოჯახის სხვა წევრებისგან.

სექტემბერი ოჯახური წყვილების ცხოვრებაში გარკვეულ უსიამოვნებებს შეიტანს და ამ ყველაფერში ძირითადად თქვენ იქნებით დამნაშავე. სასწორის არალოგიკური ქცევები უარყოფითად იმოქმედებს მის პარტნიორზე, რომლის პასუხიც საკმაოდ მკვეთრი იქნება. ამ უსიამოვნო სურათს კი სექტემბერში ოჯახის უფროს წევრებთან და ნათესავებთან მოსალოდნელი კონფლიქტიც დაემატება. მთლიანობაში, თვის მეორე ნახევარში პირადი ასპარეზზეც სულ საბრძოლო მდგომარეობაში მოგიწევთ ყოფნა, ისევე, როგორც ბიზნესში. თანაც ადრე რთული სიტუაციებიდან ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდით და ეს აუცილებლად უნდა გახსოვდეს და ისიც, რომ მოუგვარებელი პრობლემები არ არსებობს. თუ სასწორი პირად და პროფესიულ პრობლემებს ასე თუ ისე გადაურჩება, ჯანმრთელობა ნამდვილად უღალატებს. ამ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილე ხანშიშესულ და სუსტ ადამიანებს მართებთ, მათ რიგი პროფილაქტიკური კვლევები უნდა ჩაიტარონ და ზომიერად იცხოვრონ. ახალგაზრდა და ჯანმრთელ სასწორებს კი ტრავმატიზმის საფრთხე ემუქრებათ.




მორიელი
მორიელების ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები გრძელდება. ამ პერიოდში შეგიძლიათ მთები გადადგათ, ენერგია და ძალღონე აშკარად საკმარისზე მეტი გაქვთ. გრძელდება ასევე პოზიტიური და მნიშვნელოვანი ერა თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში. თვის პირველ ნახევარში საქმეებსა და სამსახურში წარმატების იმედი შეგიძლიათ გქონდეთ. მოსალოდნელია შემოსავლების მატებაც. მართალია, მთელი თვის განმავლობაში არც პრობლემები მოგაკლდებათ, რომელთაც, სულ მცირე, თქვენი ყურადღება, სწრაფი რეაქცია და სწორი არჩევანის გაკეთების უნარი დაჭირდება. გამორიცხული არ არის, მორიელის ცხოვრებაში უფრო მასშტაბური პროფესიული შესაძლებლობების მქონე ადამიანები გამოჩნდნენ, რომელთა წინადადებებსაც ერთგვარი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. მომავალი გიჩვენებთ, არის თუ არა ისინი იმდენად მომგებიანი, რამდენადაც პირველი შეხედვით ჩანდა. თვის მეორე ნახევარში ამ საკითხზე პასუხი უკვე უნდა გქონდეთ. ახლა თქვენს ცხოვრებაში საკმაოდ რთული პერიოდი დგას, რომლის განმავლობაშიც შეძლებთ ბოლო ხანების ილუზიებზე უარი თქვათ. ეს დაშვებული შეცდომების კორექტირებისა და სწორი დასკვნების გამოტანისთვის შესანიშნავი საშუალებაა. მთლიანობაში, თქვენი კავშირები სხვა ქვეყნებში ან ქალაქებში მცხოვრებ კოლეგებთან საკმაოდ წარმატებულად განვითარდება, თუმცა 17 სექტემბრის შემდეგ გარკვეული სირთულეებია მოსალოდნელი. თვის მეორე ნახევრიდან შემოწმებებისა და ინსპექციებისთვის მზადება მართებთ ნებისმიერ სფეროში მომუშავე ბიზნემენებსა და მეწარმეებს. თვის პირველ ნახევარში ფინანსური ნაკადები იმატებს, დაახლოებით 7-9, 20 და 21 სექტემბერს მსხვილი შემოსავლების მიღებაა მოსალოდნელი. თვის მეორე ნახევარში გაიზრდება ხარჯები, როცა ბიზნესმენი მორიელები საქმის გაფართოებას შეუდგებიან, დაოჯახებულები კი შვილების საჭიროებებზე დაიწყებენ ფულის ხარჯვას. ვარსკვლავები სექტემბერში ფულის გასესხებას არ გირჩევენ. ეს ეხება უახლოეს მეგობრებსაც კი, რადგან არა მხოლოდ ფული, არამედ ადამიანებიც შეიძლება დაკარგოთ.

სექტემბერში მორიელისთვის პირადი ცხოვრება პრიორიტეტი არ იქნება, თუმცა თუ სიცოცხლე რომანტიკისა და გრძნობების გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ, ამ დანაკლისს ახალი, სასიამოვნო ნაცნობობა შეგივსებთ. თუმცა უფრთხილდით შეცდომებს, რადგან ურთიერთობების გარკვევის ნერბისმიერი მცდელობა უარესი შედეგით შეიძლება დასრულდეს. პარტნიორმა დაპირებებისა და ფუჭი სიტყვების მიღმა შეიძლება მწარედ გაგაცუროთ. სიტუაცია გაუარესდება, თუ ურთიერთობებში ფულიც ურევია. მშობელ მორიელებს შვილებთან დაკავშირებით ბევრი ხარჯი ექნებათ. სექტემბერში ჯანმრთელობის ჰოროსკოპი პოზიტიურია, თუმცა მორიელებს საჭესთან სიფრთხილე მართებთ. თვის მეორე ნახევარი ჯანმრთელობის თვალსაზრისით ოდნავ მძიმე იქნება.




მშვილდოსანი
2015 წლის სექტემბერში ცხოვრება მშვილდოსნებს მრავალ ახალ შესაძლებლობას მისცემს და მათ როგორ განკარგავთ, ამის გადაწყვეტა სრულიად დამოუკიდებლად მოგიწევთ. გაუმკლავდებით იმ მასშტაბურ საქმეებს, რაც გელოდებათ?! თვის პირველი ნახევარი ზღაპარს ემგვანება. ყველაფერი, რისკენაც დიდი ხანია მიისწრაფვოდით, ბოლოს და ბოლოს რეალურ მოხაზულობებს შეიძენს. ამ ნიშნით დაბადებულებს მოეთხოვებათ მხოლოდ ერთი რამ – კარგად გაითავისონ თავიანთი გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიული გეგმები, იმოძრაონ წინ, გათვალონ თითოეული ნაბიჯი და კარგად ესმოდეთ მათი აზრი. თქვენი მომავალი სამუშაო დიდ პასუხისმგებლობასთან და თავისუფალი დროის სრული არქონის პირობებში მძიმე დატვირთვებთან იქნება დაკავშირეული. ამისთვის კარგად უნდა მოემზადოთ. თვის მეორე ნახევარში მშვილდოსნის პროფესიულ ცხოვრებაში გარკვეული პრობლემები გაჩნდება. ყურადღებით მოეპყარით მაღალი თანამდებობის პირებს და მეგობრებს, რადგან მათ სწორედ ახლა თქვენი მისამართით ფინანსური პრეტენზიები შეიძლება გაუჩნდეთ. როგორღაც ისე უნდა გადაიტანოთ აღნიშნული პერიოდი, რომ დაპირებები არ გასცეთ. სულ ცოტა ხანში თქვენ ნათლად მიხვდებით, რომ ძალიან გაგიჭირდებოდათ დანაპირების შესრულება. გაითვალისწინეთ, რომ 17 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე არანაირი მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერა არ ღირს, რადგან მალე ყველა არსებული შეთანხმების გადახედვა მოგიწევთ. სექტემბრის პირველი ნახევარი ფინანსური კუთხით ძალიან წარმატებული იქნება, 10 და 13, ასევე 22 და 23 სექტემბერს თქვენი ბიუჯეტი მსხვილი თანხებით შეივსება. აი, სექტემბრის მიწურულს კი, სავარაუდოდ, დიდი ხარჯები გექნებათ, რაც ძველ ვალებთან ან ოჯახის წევრების საჭიროებებთან იქნება დაკავშირებული.

პროფესიული აქტიურობა, მუდმივი დაკავებულობა – ეს ნეგატიურად მოქმედებს პირად ცხოვრებაზე, რადგან ამ პერიოდში მშვილდოსნები უბრალოდ დაივიწყებენ ახლობელ ადამიანებს და მათ დროს თითქმის ვერ დაუთმობენ. რა უნდა გააკეთოთ? ეცადეთ აუხსნათ, რომ ახლა ძალიან დაკავებული ხართ და მიუხედავად უდროობისა, ყოველი თავისუფალი წუთი მათთან გაატარეთ, რადგან რთულ სიტუაციებში პირველი ახლობლები დაგიდგებიან მხარში. ეს რეკომენდაციები აქტუალურია მათთვისაც, ვინც ახლა იწყებს ურთიერთობას – ნუ დაიზარებთ ერთმანეთის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღებას. ძველთაგანვე მომდინარე პრობლემებიან ოჯახურ წყვილებს 2015 წლის სექტემბრში კიდევ უფრო მძიმე პერიოდი დაუდგებათ, რასაც, შესაძლოა, განქორწინებაც კი მოყვეს. თუ ოჯახის შენარჩუნება გინდათ, ყურადღება გამოიჩინეთ პარტნიორისადმი, ხშირად გააანალიზეთ და აწონ-დაწონეთ ყოველი სიტყვა თუ საქციელი. თუ მაინც დაშორება გაქვთ გადაწყვეტილი, შესაფერისი დროა. სექტემბერში მშვილდოსნის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, რადგან მისი ენერგეტიკული პოტენციალი საკმარისზე მაღალია.




თხის რქა
თხის რქისთვის სექტემბერი გარდამავალი თვეა. ამით დასრულდება ცხოვრების საკმარისად რთული ეტაპი და წინ ახალი, სასიამოვნო პერსპექტივებით აღსავსე დრო გელოდებათ. ამ ახალ პერიოდში თქვენთვის პირველ ადგილზე სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში მცხოვრებ კოლეგებთან კონტაქტი უნდა იყოს. თვის პირველ და მეორე დეკადებში გელით მივლინებები, მოლაპარაკებები, სასარგებლო ნაცნობების გაჩენა. მეწარმე თხის რქები თავიანთი საქმის გაფართოებას დაიწყებენ და ეს ხელსაყრელი პერიოდი 2016 წლის შემოდგომამდე გაუგრძელდებათ. კონტრაქტების დადებითვის უკეთესი დრო თვის პირველი ნახევარია. სექტემბრის მიწურულს პრობლემები და დაყოვნების მიზეზები გაჩნდება. თქვენს საქმეებს გაუთვალისწინებელი გარემოებები შეეხება, რომელთაც წინასწარ ვერ გათვლით. ეს შეიძლება იყოს ახალი კანონი, ან ძველი საქმეები და იურიდიული პრობლემები. დასაშვებია მესამე ვარიანტიც, რომ საზღვარგარეთელი პარტნიორები არაკორექტულად მოიქცნენ, რის გამოც თქვენი ურთიერთობა დაიძაბება და საქმიანობა შეყოვნდება. ამ დაბრკოლებების გადალახვას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება, ამიტომ მოიკრიბეთ მოთმინება და კონცენტრირდით პრობლემების მოგვარებაზე პრიორიტეტების მიხედვით. მომენტალური წარმატებისა და გამართლების იმედი არ გქონდეთ – ყველაფერს თავისი დრო აქვს. მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. თვის პირველ ნახევარში თხის რქის ფინანსური ჰოროსკოპი ხელსაყრელია და მას უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომგებიანი გარიგების დადებისა და სასურველი კრედიტის გაფორმების იმედი შეიძლება ჰქონდეს. თუ ბიზნესის სამყაროსთან დაკავშირებული არ ხართ, ფინანსურ დახმარებას მშობლები ან ახლობლები გაგიწევენ, შეიძლება მემკვიდრეობაც კი მიიღოთ.

პირად ცხოვრებაში კი სიტუაცია შეიცვლება. ბევრი თხის რქა საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე დაფიქრდება და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმასაც დაიწყებს. თუმცა გზად გადაყრილი პრობლემების მოგვარებას მთელი სექტემბერი და წლის დარჩენილი პერიოდი დაჭირდება. ზოგიერთ ნათესავთან ურთიერთობა შეიძლება გაგიფუჭდეთ და თუ ორი მათგანი ერთმანეთს დაუპირისპირდა, მოგიწევთ პრობლემის მოგვარებაზე ისე იზრუნოთ, რომ არც ერთის მხარე დაიჭიროთ. ამას მალე ვერ მოახერხებთ, ამიტომ მოთმინება მოიკრიბეთ და მიიღეთ ფაქტად, რომ ყველა ადამიანს თავისი სიმართლე აქვს. რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდნენ შეყვარებული წყვილები და მეუღლეები. მნიშვნელოვანია, ნათესავებთან კონფლიქტებმა თქვენს ურთიერთობაზე გავლენა არ იქონიოს. ეცადეთ არავის მოუსმინოთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა სხვები საკუთარი აზრის თავს მოხვევას გიპირებენ. 2015 წლის სექტემბერი ჯანმრთელობის თვალსაზირისთ ძალიან კარგი იქნება, რადგან თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი მაღალია და არანაირი დაავადების საფრთხე არ გემუქრებათ. თუმცა საჭესთან ყურადღების გამოჩენა გმართებთ.




მერწყული
სექტემბერი შესანიშნავი დროა სულიერებაზე დაფიქრებისა და მორალური დასვენებისთვის, ასევე სამომავლო გეგმების დასაწყობად. მერწყულები თვის პირველ ნახევარში სწორედ ამით უნდა დაკავდნენ, რადგან ამ პერიოდში გაქვთ შანსი გაიგოთ, რა გინდათ სინამდვილეში. სექტემბერი და განსაკუთრებით მისი პირველი ნაწილი, საუკეთესო დროა პროფესიული ხასიათის საქმეებისთვის. გრძელდება წინა თვის პოზიტიური ტენდენცია და თქვენ ირგვლივ კვლავინდებურად სასარგებლო და საჭირო ადამიანები არიან თავმოყრილი. ახალი კონტაქტები თქვენი შესაძლებლობებისა და ამოცანების სრულად გადახედვაში დაგეხმარებიან. სამაგიეროდ, ასეთი წარმატებული არ გამოდგება თვის მეორე ნახევარი, რადგან საკმაოდ რთული და სერიოზული პრობლემები გაგიჩნდებ