რა შეიძლება მოხდეს, როცა სექსზე უარს ამბობთ?
- 2015-09-02 19:27:07
- 6477 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
განქორწინება, სამსახური, მოგზაურობა... უამრავმა რამ შეიძლება თქვენს სექსუალურ ცხოვრებაზე იქონიოს გავლენა. ქვემოთ მოცემულია შვიდი რამ, რაც მაშინ ხდება, როცა ინტიმურ ურთიერთობაზე ნებით თუ უნებლიედ ამბობთ უარს.
1. თავს გაღიზიანებულად გრძნობთ.
სექსი ადამიანებს სტრესისგან ანთავისუფლებს. შოტლანდილმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ორ კვირაში ერთხელ მაინც ჰქონდათ სექსი, უფრო მარტივად უმკლავდებოდნენ სტრესულ სიტუაციებს, ვიდრე ისინი, ვინც ამით საერთოდ არ კავდებოდა. სექსის დროს გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი - ენდორფინი და ოქსიტოცინი, რომლებიც გვეხმარება, პრობლემებს უფრო მარტივად შევხედოთ.
2. მამაკაცებო, ფრთხილად პროსტატის კიბოსთან!
კაცები, რომლებიც სქესობრივ ცხოვრებას წყვეტენ, ხშირად დგანან პროსტატის კიბოს რისკის ქვეშ. რეგულარული სექსის პირობებში ეაკულაციის შედეგად ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებიც გამოიდევნება და პროსტატის კიბოს ალბათობა 20%-ით მცირდება.
3. ქვეითდება იმუნიტეტი.
ადამიანი უფრო მგრძნობიარე ხდება გაციების და ვირუსის წინააღმდეგ. მათ, ვისაც სექსი კვირაში ერთხელ ან ორჯერ აქვთ, გაცილებით უფრო ძლიერი იმუნური სისტემა გააჩნიათ, ვინც ამ საქმიანობით უფრო იშვიათად ან საერთოდ არ კავდება. როგორც კვლევებით აღმოჩნდა, სექსი ვირუსებისგან თავდაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
4. საშარდე გზებით დაინფიცირების რისკი მცირდება.
სექსის დროს საშოში ბაქტერიების გავრცელების ალბათობა ძალიან დიდია, რაც დაინფიცირების რისკსაც ზრდის. ასე რომ, სექსისგან თავის შეკავებით ქალები თავს ინფექციებისგანაც იცავენ.
5. ურთიერთობა საფრთხის ქვეშ დგება.
სექსის გარეშე წყვილი ერთმანეთს სულიერადაც შორდება, ურთიერთობა ნაკლებად მყარი ხდება და შესაძლებელია, იმატოს სხვა პრობლემებმაც. ინტიმური ურთიერთობის გარეშე თვითშეფასება მცირდება, ზოგჯერ ადამიანი დანაშაულის შეგრძნებასაც განიცდის. არაა გამორიცხული ადამიანს გაუჩნდეს სხვებთან ურთიერთობის შიშიც და საკუთარ სექსუალურ შესაძლებლობებში ეჭვი შეეპაროს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სექსი გარეშე წყვილი ბედნიერი ვერ იქნება. კოცნა, ხელის ჩაკიდება, კომპლიმენტები, მოულოდნელი საჩუქრები - ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რაც ურთიერთობას ისედაც ალამაზებს. სექსი, უბრალოდ, ერთ-ერთი საშუალებაა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის დასამყარებლად.
6. ერექციული დისფუნქციის რისკის ზრდა.
მამაკაცებს, რომელთაც სექსი იშვიათად აქვთ, ორჯერ უფრო ხშირად ავადდებიან ერექციული დისფუნქციით, ვიდრე ისინი, ვისაც ინტიმური ურთიერთობა კვირაში ერთხელ ან მეტჯერ აქვთ. რეგულარული სექსი პოტენციის შენარჩუნებაში დიდ როლს თამაშობს.
7. დეპრესია.
ეს პრობლემა ქალებს ხშირად აწუხებთ. რაც უფრო მეტი დრო გადის სექსის გარეშე, მით უფრო მეტად გრძნობენ თავს ცუდად, რაც შეიძლება დეპრესიაშიც გადაიზარდოს. როგორ წესი, ამ პრობლემის მიზეზს სხვაგან ეძებენ, არა და მისი მოგვარება უბრალოდ, სექსუალური ცხოვრების დაწყებითაც შეიძლება.
oxford-med.ge