თუკი სხეულზე ბევრი ხალი გაქვთ - რისი ნიშანია ეს?!

ხალი- (იგივე ნევუსი) კანზე არსებული შემოსაზღვრული პიგმენტური ლაქაა. ის პრაქტიკულად ყველა ადამიანს აქვს და კანის განვითარების ანომალიად მიიჩნევა. ხალი, ჩვეულებრივ, გამოვლინდება ბავშვობაში ან მოზარდობის პერიოდში, ასევე ჩნდება ორსულობის დროს. მისი მიზეზია მელანოციტების (პიგმენტური უჯრედების) გადანაცვლება ქსოვილების სიღრმიდან კანის ზედაპირისაკენ. მისი მიკროსკოპული შენება და გარეგნული სახე საკმაოდ მრავალფეროვანია. ხალი წარმოადგენს სხვადასხვა ზომის ბრტყელ ან კანის ზედაპირიდან მეტ-ნაკლებად წამოწეულ მოყავისფრო-მოშავო ოვალური ან მომრგვალო ფორმის ლაქას. მისი ზედაპირი უმეტესად გლუვია, ხშირად მეჩხერადაა დაფარული თმის ღერებით. ზოგიერთი ხალი თითქმის შეუმჩნეველია, ზოგის ზომა 1.5-2 სანტიმეტრს და მეტსაც კი აღწევს. თუ ხალი კოსმეტიკურ პრობლემას არ ქმნის, მას ყურადღებას არავინ აქცევს. არადა, მათზე დაკვირვება აუცილებელია, რათა არ გამოგეპაროთ მათი მელანომად გადაგვარება.



მე–18 საუკუნეში ხალი მოდას წარმოადგენდა. მშვენიერი ქალბატონები და მათი დახვეწილი კავალერები იხატავდნენ ხალს სახეზე სპეციალური ფანქრის გამოყენებით, თუმცა ბევრის შემთხვევაშიც ხალები ბუნებრივადაც მიმზიდველ ადგილებში ვრცელდებოდა. ბევრმა თქვენგანმა კი ალბათ არც იცოდა აქამდე, რომ ბევრი ხალი ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის ნიშანია.



ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხალები ხანგრძლივი სიცოცხლის ნიშანია. როგორც აღმოჩნდა, ადამიანებს, რომელბსაც 100-ზე მეტი ხალი აქვთ, ძვლებიც უფრო მტკიცე აქვთ. ასეთ ადამიანებს ნაოჭებიც გვიან უჩნდებათ, რის შედეგადაც რეალურ ასაკთან შედარებით 7 წლით უფრო ახალგაზრდად გამოიყურებიან, წერს The Sunday Times-ი. სხვა უპირატესობებს შორის არის განვითარებული კუნთები, ჯანმრთელი თვალები და გული. გენეტიკოსი ტიმ სპექტორი აცხადებს: "ხალებს დღემდე ყველა იგნორირებას უკეთებდა. თუმცა ჩვენ ვიცნობთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ძალინ ბევრი ხალი აქვთ და 60 წლის ასაკში რამდენიმე წლით უფრო ახალგაზრდად გამოიყურებიან. ცნობილია, რომ ხალი იმ უჯრედების სწრაფი დაყოფის შედეგია, რომლებიც მუქი ფერის პიგმენტებს გამოიმუშავებენ, განსაკუთრებით ბავშვობაში. საშუალო ასაკში ისინი ხშირად ქრება, თუმცა ზოგს ხალები მთელი ცხოვრება უმრავლდება". კვლევის დროს ბრიტანელმა მეცნიერებმა 1200 ტყუპი ქალი შეისწავლეს, მათი ასაკი 18-დან 79-მდე მერყეობდა. აღმოჩნდა, რომ ისინი, ვისაც 100-ზე მეტი ხალი ჰქონდა, დანარჩენებთან შედარებით ოსტეოპოროზის (ოსტეოპოროზი არის დაავადება, რომლის დროსაც მცირდება ძვლოვანი ქსოვილის მასა და იცვლება ძვლის შენება. ძვლები მყიფდება, რაც ზრდის მოტეხილობის რისკს. ოსტეოპოროზს ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს. ის ხშირად ფარულად მიმდინარეობს და პირდაპირ გართულებით - ხერხემლის, ბარძაყის ყელის ან სხვა ძვლის მოტეხილობით იჩენს თავს) მიმართ 50%-ით ნაკლებ მიდრეკილებას ავლენდნენ. საქმე ის არის, რომ ხალიანი ადამიანი დიდი რაოდენობით სისხლის თეთრ უჯრედებს გამოიმუშავებს, რომლებსაც გრძელი ტელომერები აქვთ და რაც უფრო გრძელია ტელომერი, ადამიანი მით უფრო ნელა ბერდება.




ასევე ამბობენ იმასაც, რომ ხალების ადგილმდებარეობა განსაზღვრავს მეპატრონის შინაგან თვისებებს. მაგალითად: მაცდური ხალი მდებარეობს თვალების ზონასთან ახლოს. ასეთი ხალი ჩვეულებრივ მაცდურ ქალებს უჩნდებათ სახეზე.





ხალი ყელის ზონაში ნიშნავს, რომ ადამიანი საკმარისად ამბიციურია, ენერგიულია და ყოველთვის იღებს იმას რაც უნდა.



ხალი შუბლის მარცხენა მხარეს მიუთითებს სუსტ ნებისყოფაზე. ადვილად ექცევა სხვისი ზეგავლენის ქვეშ და ესწრაფვის უთავბოლო და უცნაურ საქმეებს.



ხალი მარცხენა ლოყაზე მოწმობს იმ ფაქტს, რომ ადამიანმა ყოველთვის უნდა დაძლიოს სირთულეები.



ხალი, რომელიც მარჯვენა ლოყაზე აქვს ადამიანს, პირდება წარმატებებს და გამართლებას.



ხალი, რომელიც ტუჩთანაა ახლოს ეკუთვნის კარგი ხასიათის ადამიანს.ასეთი ადამიანი ყოველთვის კარგს უსურვებს სხვებს.






ავტორი: მეამეა